შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში, სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი კაცი დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორივე დაჭრილი სტაციონარში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მკვლელობისა და დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.