ეკა ბესელია: მოთქმა და ჩივილი, რომ სასამართლო კორპუსი განახევრდება, ხელოვნური არგუმენტია
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ თანაპარტიელების არგუმენტები მისი ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში მოსამართლეთა რაოდენობის განახევრებაზე ხელოვნურია. ამის შესახებ მან პარლამენტში მოხსენების დროს განაცხადა და არგუმენტები მოიყვანა.
მისი თქმით, არსებული 287 მოსამართლიდან 154 უკვე გამწესებულია უვადოდ, 56 მოსამართლე — 10-წლიანი ვადით და 47 მოსამართლეს კი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 2020 წელს ეწურებათ. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეებს, ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეუძლიათ თავიანთი უფლებამოსილება შეასრულონ იმ დრომდე, სანამ საქმეების განხილვას არ დაასრულებენ. რიგ შემთხვევებში კი საქმეების რაოდენობა 300-დან 500-მდე მერყეობს.
"მოთქმა და ჩივილი იმაზე, რომ სასამართლო კორპუსი განახევრდება — არის ხელოვნურად შექმნილი არგუმენტი. ეს ინიციატივა არ აჩერებს ახალი მოსამართლეების შემოყვანას ეს ინიციატივა არ უშვებს სისტემიდან არავინ, მაგრამ ეს ინიციატივა არის პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განაცხადი, ვართ თუ არა ქმედებებით მზად გადავდგათ ნაბიჯი რეფორმისკენ და ვართ თუ არა პარლამენტი, რომელიც პოლიტიკურ ნებას აჩვენებს საზოგადოებას, რომ არ დადის იუსტიციის საბჭოს ჭკუაზე", — განაცხადა ბესელიამ პარლამენტში მოხსენებაზე.
მისი თქმით, ხელოვნური არგუმენტები არაა საჭირო, თუ უმრავლესობა მზად არ არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უპატივცემულო გადაწყვეტილებას წინ აღუდგეს და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
"საკმარისი არ არის ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა, რეფორმები გვინდა, აღარ არის ამდენი დაპირებების დრო, იმიტომ რომ 7 წელია ამას ველაპარაკებით ადამიანებს, კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან", — განმარტა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტში ეკა ბესელიასა და სხვა დეპუტატების კანონპროექტს განიხილავენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ. განხილვის მიუხედავად, უმრავლესობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ქართული ოცნების დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ განცხადებები, თითქოს ქართული ოცნება მხარს უჭერდა მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, სიმართლეს არ შეესაბამება.
დასასაბუთებლად ეკა ბესელიას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც პარლამენტს 2017 წლის ივლისამდე უნდა შეემუშავებინა ახალი ნორმა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მოსამართლეების უვადოდ დასანიშნად. ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტი იძულებული გახდა გაეუქმებინა ნორმა, რომლითაც მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით ინიშნებოდნენ.
"მე ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება და განმარტებითი ბარათი წაიკითხონ იმ კოლეგებმა, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის ეს ეხება ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარესაც, რომ თითქოს ჩვენ ვუჭერდით მხარს უვადოდ დანიშვნას. ეს ასე არ არის, უნდა წაიკითხოთ გადაწყვეტილება, განმარტებითი ბარათი და ეს ცვლილება ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები