თუ თქვენი ცხოვრებიდან რამდენიმე წუთს გამოჰყოფთ და ფოტოგრაფ ქრეგ ბუროუს მიერ გადაღებულ ფოტოებს დაათვალიერებთ, თქვენ უცბად ზღაპრულ სამყაროში მოხვდებით.

ფოტოებზე ჩანს მბზინავი წინწკლებით დაფარული ყვავილები და მათი მანათობელი ფოთლები, რომლებიც შავ ფონზე ძლიერ კონტრასტს ქმნის.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს რეალური ფოტოებია. ამ ტიპის ფოტოების გადაღება ფლუროსცენტული ფოტოგრაფიის მეთოდით (UVIVF) ხდება. ამ დროს ფლუროსცენტული ნათება გამოიყენება, რომლის ქვეშ მრავალი ნივთიერება ხილულ სინათლეს ასხივებს. თუ კლუბებში ხშირად დადიხართ, შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ სპეციალური განათების ჩართვის დროს თეთრი მაისურები იასამნისფრად ანათებს ხოლმე, სწორედ ეს პროცესია გამოყენებული აღნიშნული ფოტოები გადაღებისათვის.

"ასეთი ფოტოების გადაღება მარტივი არ არის", - აცხადებს ბუროუ.

ის ყვავილებს სპეციალურ მეტალის სადგამზე ამაგრებს, ფოტოს გადაღებისას კი ის სუნთქვასაც იკავებს, რადგან ყვავილის უმცირესი მოძრაობაც კი ბუნდოვან სურათს გამოიწვევს. ბუროუმ დაკვირვებებით აღმოაჩინა, რომ ყველაზე ძლიერი ფლუროსცენცია ე.წ. რთულ ყვავილებს ახასიათებთ, მაგალითად, გვირილებსა და მზესუმზირებს. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სურპრიზი კიტრის ყვავილი იყო, რომელსაც ძლიერი სტაფილოსფერი და ლურჯი ნათება ახასიათებს. ბუროუს თქმით, ის ყვავილების ნიმუშებს სამეზობლოში სეირნობისას აგროვებს, რომლებსაც ულტრაიისფერი სანათით ამოწმებს, პერსპექტიულ ნიმუშებს კი ინახავს.

ბუნებაში ფლუროსცენციას მრავლად ვხვდებით, იქნება ეს ქვები, მინერალები, მარჯნები, მცენარეები თუ სხვა ორგანიზმები, თუმცა რა როლს ასრულებს ბუნებაში ფლუროსცენცია ჯერ კიდევ უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფლუროსცენტული ყვავილები დამამტვერიანებელ მწერებს ნავიგაციასა და ორიენტაციაში ეხმარებიან, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის.

"ულტრაიისფერი და ინფრაწითელი ფოტოგრაფია გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ის სამყარო, რომელიც ჩვენი თვალისთვის ჩველებრივ მიუწვდომელია", - აცხადებს ბუროუ.

1. გულყვითელა

Tithonia diversifolia

ფოტო: CRAIG BURROWS

2. ატმის ყვავილი

Pyrus calleryana

ფოტო: CRAIG BURROWS

3. ამარილისი

Amaryllis belladonna

ფოტო: CRAIG BURROWS

4. ზურმუხტისფერი ლერწამი

Strongylodon macrobotrys

ფოტო: CRAIG BURROWS

5. გვირილა

Leucanthemum × superbum

ფოტო: CRAIG BURROWS

6. მდინარის თამარინდი

Leucaena leucocephala

ფოტო: CRAIG BURROWS

7. ანემონი

Anemone

ფოტო: CRAIG BURROWS

8. კაქტუსის ყვავილი

Stenocereus thurberi

ფოტო: CRAIG BURROWS

9. ხეპილპილა

Schinus

ფოტო: CRAIG BURROWS

10. აბრეშუმა აკაცია

Albizzia julibrissin

ფოტო: CRAIG BURROWS

11. ჩინური მაგნოლია

Magnolia × soulangeana

ფოტო: CRAIG BURROWS

12. ყვავილების ბუკეტი

ფოტო: CRAIG BURROWS

13. ყოჩივარდა

Cyclamen

ფოტო: CRAIG BURROWS

14. ბერგამოტი

Monarda

ფოტო: CRAIG BURROWS

15. ლიატრისი

Liatris spicata

ფოტო: CRAIG BURROWS

16. მარგალიტების აცმა

Senecio rowleyanus

ფოტო: CRAIG BURROWS

17. სუკულენტები

ფოტო: CRAIG BURROWS