ახალი სერიალები, რომლებსაც გამოსვლისთანავე უნდა ჩაუსხდეთ
ახალი კომედიური სერიალების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, კარგი და ოდნავ უცნობი სერიალებიც უკვე გირჩიეთ, წლის მოვლენა და ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი Stranger Things შემოგთავაზეთ. მაგრამ სერიალების ყველა მაყურებელმა იცის, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და კიდევ მეტია საჭირო.
ამიტომ გადავხედოთ ახალ სატელევიზიო სეზონს და ვნახოთ, რას გვთავაზობს ამერიკული სატელევიზიო ინდუსტრია.
1. TIMELESS
კრიმინალი და ტერორისტი გაიტაცებს დროის მანქანას და ცდილობს შეცვალოს ამერიკის ისტორია. მას, მეორე დროის მანქანით, მიჰყვებიან ისტორიკოსი, მეცნიერი და ჯარისკაცი, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობენ. წარსულში მოგზაურობა და ისტორიასთან თამაში ძალიან სახიფათო სიუჟეტური ხაზია. დროში მოგზაურობის თემა ერთ-ერთი რთული ჟანრია, რადგან ყოველთვის არსებობს პარადოქსის შექმნის საშიშროება, რაც თავისთავად ნიშნავს სიუჟეტის სიკვდილს. ვნახოთ, რა გამოუვათ Timeless-ის სცენარისტებს.
2. THIS IS US
სერიალის მთავარი გმირები ერთ დღეს არიან დაბადებულები, ისინი განსხვავებული ადამიანები არიან, სხვადასხვა პრობლემები აქვთ, სხვადასხვა ცხოვრება, მაგრამ ისინი მაინც იკვეთებიან ერთმანეთში და მაინც ახდენენ გავლენას ერთმანეთის ბედზე. სატირული, დრამატული და პროვოკაციული დრამა ადამიანებზე.
3. Designated Survivor
აშშ-ს მთავრობაზე თავდასხმის შემდეგ, კიფერ საზერლენდი, პრეზიდენტის მინისტრთა კაბინეტის წევრი, აშშ-ს პრეზიდენტი ხდება. მისი მთავარი მისიაა გადაარჩინოს ქვეყანა ქაოსისგან. ცხადია, ოჯახური დრამა, შვილი, ყოფილი ცოლი, შეყვარებული და ბოროტი თანამშრომელი აქაც იქნება.
4. STILL STAR-CROSSED
შონდა რაიმსი ახალ დრამას შემოგვთავაზებს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც რომეომ და ჯულიეტამ თავები დაიხოცეს? თუ გაინტერესებდათ, მაშინ ნახეთ შონდას ინტერპრეტაცია.
5. Time After Time
როგორც ამ სერიალიდან ირკვევა, ჰერბერტ ველსი, ცნობილი ბრიტანელი ფანტასტი მწერალი და ცნობილი ბრიტანელი სერიული მკვლელი ჯეკ მფატრავი მეგობრები ყოფილან. მას შემდეგ, რაც სკოტლენდ იარდი ჯეკ მფატრავს მიაგნებს, ის მართლმსაჯულებას, ველსის მიერ გამოგონილი დროის მანქანით მომავალში გაურბის. ველსი მას უკან მიჰყვება და ცდილობს შეაჩეროს. ეს, ამ სეზონის, უკვე მესამე სერიალი, რომელშიც დროში მოგზაურობის თემაა შემოტანილი. როგორც ჩანს ამერიკულ ტელეინდუსტრიას ახალი ფავორიტი თემატიკა აქვს.
6. Shots Fired
ბოლო რამდენიმე წელია ამერიკის საზოგადოება ორადაა გახლეჩილი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ხშირად, შავკანიანი მოსახლეობის მიმართ, პოლიცია ძალას ამეტებს. ხოლო ადამიანთა მეორე ჯგუფი ამბობს, რომ რასობრივი დისკრიმინაცია აქ არაფერ შუაშია და ყველა ადამიანის სიცოცხლეა მნიშვნელოვანი. ფოქსის ახალი სერიალიც ამ თემატიკას ეხება. სიუჟტი ჩრდილოეთი კაროლინაში ვითარდება, პატარა სამხრეთულ ქალაქში, სადაც აფრო-ამერიკელი ოფიცერი თეთრკანიან ახალგაზრდას კლავს. როგორც ტრეილერიდან ირკვევა, სერიალი სისტემური რასიზმის თემატიკას წამოჭრის.
7. Lethal Weapon
როჯერ მურთო და მარტინ რიგსი ყველასთვის ცნობილი პოლიციური დუეტია, ისინი 90-იანი წლებში დენი გლოვერმა და მელ გიბსონმა განასახიერეს. მათი პარტნიორობის ისტორია ამჯერად სერიალად აქციეს. ფილმები დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ რაც მახსოვს ძალიან კარგები იყო, იმედია სერიალიც ასეთივე იქნება.
8. The Exorcist
ჰორორის ეს ჟანრი, ანუ დემონურ ძალებთან დაპირისპირება, ზომბი აპოკალიფსთან ერთად, ჩემი უსაყვარლესი ჟანრია. ძალიან მიყვარს ეგზორცისტი, ომენი და ამ თემატიკის სხვა ფილმები. ამიტომაც გამიხარდა და ალბათ ჩემნაირი გემოვნების მქონე ყველა მაყურებელს გაუხარდება საკულტო ჰორორის სერიალად გადაქცევა.
9. APB
მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენასა და კრიმინალის დამარცხებას ცდილობს, ხომ არ გეცნობათ? ჰო, სწორად მიხვდით, ტონი სტარკი, Iron Man. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესმენი პოლიციის დეპარტამენტის ერთ განყოფილებას იღებს საკუთარი პატრონაჟისა და მმართველობის ქვეშ და ცდილობს დაამარცხოს კრიმინალი და გამოიძიოს მისი საუკეთესო მეგობრის მკვლელობა.
10. Shooter
პრეზიდენტის დაცვის სამსახური (Secret Service) საუკეთესო ამერიკელ სნაიპერთან იწყებს თანამშრომლობას. ბობ ლი სვაგერმა მუქარის წერილში მიღებული ინფორმაცია უნდა გააანალიზოს და გამომძიებლებს პრეზიდენტზე თავდასხმის აღკვეთაში უნდა დაეხმაროს. მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ აშშ-ს მთავარსარდლის მკვლელობა თავად მას ბრალდება.
11. Training Day
დენზელ უოშინგტონი, ითან ჰოუკი და ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი თავის ჟანრში, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა, როცა პროდიუსერებმა ორიგინალი ფილმი სერიალად აქციეს. სიუჟეტი თითქმის იგივეა, თავზეხელაღებული ძველი დეტექტივი და იდეალისტი რეკრუტი, ლოს-ანჯელესის კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ორივე პერსონაჟი ხშირად დადგება მორალური დილემების წინაშე, რაც თავისთავად განაპირობებს, რომ დრამა შედგება.
12. WesTworld
WestWorld ფუტურისტული თემატური პარკია, რომელშიც ადამიანებს ამერიკის ველური დასავლეთის გამოცდილება შეუძლიათ მიიღონ. თემატური პარკის მომსახურე პერსონალი და პოპულაცია ანდროიდები არიან, რომლებიც ეპოქის შესაბამისად არიან დაპროგრამებულები. რობოტებს "ტექნიკური პრობლემა" ექმნებათ, რომლის გამოსწორებას პარკის მფლობელები ცდილობენ. ეს არის ფუტურისტული, ფსიქოლოგიური დრამა, რომლის მთავარი თემაც ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანების ბრძოლაა.
როგორც ხედავთ, ძალიან საინტერესო სეზონი გველის წინ. თუ ეს ახალი სერიალები ვერ გაამართლებს, არაუშავს, სამაგიეროდ ძველებიც დაბრუნდებიან მალე.
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა

კომენტარები