0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში — ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან
16 იანვარს, საღამოს 9 საათზე დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. გარდაცვლილებს შორის ერთი 4 წლის ბავშვია.
მომხდარზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ადგილზე გრძელდება სამაშველო ღონისძიებები. მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ადგილობრივები და მათი ახლობლები.
ნახეთ, On.ge-ს ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან.
კომენტარები