პარტნიორის კონტენტი

როგორ იქცა ლეგენდა რეალობად - გზა ანაკლიის პორტამდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ უკვე პროცესი მნიშვნელოვნად განვითარდა. პროექტი თავის გეგმას მიჰყვება და სამუშაოები შეუფერხელად გრძელდება.

ანაკლიის პორტის ერთი წელი

ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ არსებობს კითხვა, აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი. 2016 წელს ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა სახელმწიფო ტენდერი მოიგო და 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარი პორტის მშენებლობის ვალდებულება აიღო. მშენებლობისთვის მოსამზადებელი პროცესები მყისიერად დაიწყო, 2016 წლის 3 ოქტომბერს კი საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

მიზანი საკმაოდ ამბიციური და რთულად მისაღწევი იყო. 100 მილიონი ტონა ტვირთი საქართველოსთვის ძალიან დიდი რიცხვია, ამიტომ, პორტის მშენებელობა 9 ფაზად გადაწყდა. პორტის მშენებლობა 2018 წლის პირველ კვარტაშლი დაიწყო, მანამდე კი კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა. 2017 წელს ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა, პარტნიორებთან ერთად, სრულად შეისწავლა ზღვის ფსკერი, ნიადაგი და ანაკლიის ფლორა და ფაუნა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მშენებლობის დაწყება არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა გარემო პირობებისთვის.

ერთი წლის წინ დაწყებული პროცესი დღეს უკვე თავისი პირველი ფაზის დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე, 2020 წელს, პირველ გემსაც მიიღებს.

ადრეული სამუშაოები და პირველი თვალსაჩინო შედეგები

2018 წელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების წელი იყო. ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, რომელიც მოიცავდა როგორც პროექტის მომზადებას, ისე კვლევებსა და დაკვირვევებს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

2017 წლის 22 დეკემბერს პირველი სამუშაოები დაიწყო, რომელიც გეგმის მიხედვით 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. "საუკუნის პროექტის" პირველი ეტაპი მოიცავდა 110 ჰექტარზე სახმელეთო სამუშაოებს, რაც გულისხმობდა:

  • ჰუმუსოვანი ფენის მოხსნას;
  • სამელიორაციო არხის მშენებლობას;
  • მილხიდების მშენებლობას;
  • წყალსაქაჩი სადგურის მშენებლობას;
  • გეოდეზიურ სამუშაოებს;
  • ნარჩენების გატანასა და სხვ.

სახმელეთო სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა და შედეგებიც ძალიან მალე გახდა თვალსაჩინო. რამდენიმე თვეში ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია სრულიად შეიცვალა და მომავალი პორტის პირველი კონტურებიც გამოიკვეთა.

პირველ ეტაპზე დასაქმებული ასამდე ადგილობრივი

ანაკლიის პორტის მშენებლობის მხოლოდ საწყის პერიოდში, პროექტში ასობით ადგილობრივი დასაქმდა. პორტის სამუშაოებისთვის კადრების შერჩევა, ძირითადად, "სამუშაოს მაძიებელთა ბაზის" მიხედვით მიმდინარეობს, რომლის შედგენაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 2017 წლის აპრილიდან დაიწყო.

ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა და ამ პრინციპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მკაცრად იცავს. შედგენილი ბაზა, რომელსაც კონსორციუმი ხელმძღვანელობს, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე კონტრაქტორ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ადგილობრივებს უკავშირდებიან და სამუშაოს სთავაზობენ.

"მას შემდეგ, რაც მონაცემების შეგროვება დავიწყეთ, ძალიან ბევრი დაინტერესებული და დასაქმების მსურველი გამოჩნდა - მათ შორის იყვნენ არამხოლოდ ანაკლიის, არამედ, მახლობელი სოფლების და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა", - ამბობს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერი, თამარ ზაქარიაძე.

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მშენებლობის პროცესში კვლავ გაგრძელდება.

შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობისას გამოიკვეთა, შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უდიდეს ყურადღებას უთმობს დასაქმებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც მშენებლობის პროცესში მარტივად შესამჩნევია.

მშენებლობის პროცესში ყველა კონტრაქტორი კომპანია სართაშორისო შრომითი ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინდუსტრიის შრომითი უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებიც, რათა ყველანაირი საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, სამუშაოების დაწყების წინ, პერსონალს შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი უტარდება იმ დღეს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.

ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ პერიოდულად ხდება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაც და მათთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინფორმაციის მიწოდება.

"უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დანიშნულებაა, შევამციროთ უბედური შემთხვევების რისკი. ჩვენ მოსახლეობას ვაცნობთ მომატებული საფრთხის პირობებში მოქმედების წესებს", - ამბობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შრომის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი პავლე თვალავაძე.

ზრუნვა ფლორასა და ფაუნაზე

ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად, მუდმივად გრძელდება ადგილობრივი ფლორასა და ფაუნის შესწავლა და მათზე ზრუნვა. მიზანი მარტივია - ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სურს მშენებლობის პერიოდში გარემოს ზიანი არ მიადგეს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მაშინაც გამოიჩინა, როცა სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ხეების გადარგვა გადაწყვიტა, მათი მოჭრის ნაცვლად.

2018 წლის ივნისში კი, მეცნიერებმა ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოების დაწყებამდე, პორტის მიმდებარე აკვატორიის 225 ჰექტარიც შეისწავლეს. კვლევის პროცესში ყურადღების ქვეშ არამარტო მცენარეები, არამედ ღამურებიც კი მოექცნენ.

საზღვაო სამუშაოები და გემი ათენა

სახმელეთო სამუშაოების შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2018 წლის ზაფხულის მიწურულს სანაპიროს უზარმაზარი გემი "ათენა" მიადგა, რომელსაც ნაპირის დაღრმავების სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

ჰოლანდიურმა გემმა ანაკლიაში უდიდესი სამუშაოები შეასრულა. 2 თვის განმავლობაში მან ზღვიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიღო და ნაპირზე განათავსა, სადაც მომავალში საპორტო ინფრასტრუქტურა აშენდება. ნაპირის დაღრმავება 16 მეტრამდე იყო დაგეგმილი, რაც პორტს საშუალებას მისცემს ყველაზე დიდი გემებიც კი მიიღოს.

შედარებისთვის, "ათენას" გარეშე ამ შედეგის მიღწევას მინიმუმ ორი წელი დასჭირდებოდა, თანაც ძალიან ინტენსიური სამუშაოების ფონზე, 500 000 სატვირთო მანქანის ჩართულობით.

ცვლილებების კარგად დანახვაში ეს ვიდეო დაგეხმარებათ, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორი იყო პორტის ტერიტორია დასაწყისში და როგორია ახლა.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შესაჯამებლად სასტუმრო Holiday Inn-ში სპეციალური ღონისძიება გამართა. მას ესწრებოდნენ როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები, ისე სხვადასხვა ბიზნესმენები და მთავრობის წევრები.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის მოქმედი და სამომავლო გეგმები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება, მათ შორის სამანქანო და სარკინიგზო გზის მშენებლობა, ანაკლია სითის განვითარება, სახალხო ეკონომიკის წინსვლა და სხვ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლება ხაზი გაუსვეს პროექტის ყველა მნიშვნელობას. მათი თქმით, ანაკლიის პორტი იქნება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უახლესი ტექნოლოგიებითა და შესაძლებლობებით.

"ანაკლიის პორტი არის უდიდესი მოვლენა საქართველოსთვის, რადგან მას უამრავი დატვირთვა აქვს. ეს არის როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანი. 2018 წელი პორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი ახალ ეტაპზე გადავდივართ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელმა.

2018 წლის ბოლოს დასრულდება კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც გაარკვევს, თუ ვიქნება პორტის მშენებლობის გენერალური კონტრაქტორი. გენ.კონტრაქტორმა უნდა ააშენოს პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომლის შემდეგაც ანაკლია პირველი გემის მისაღებად მზად იქნება.

2019 წელს პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის

2019 წლიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება. იანვარში უკვე ცნობილი იქნება, თუ ვინ გახდება გენერალური კონტრაქტორი და ვინ შეასრულებს პორტის სამშენებლო სამუშაოებს.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიდგმება პორტის უზარმაზარი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამწეები. აშენდება ნავმისადგომები და ამ პროცესში კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება. სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რათა 2020 წლის ბოლოსთვის ანაკლიის პორტმა ოპერირება დაიწყოს.

პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, საქართველო შეიძენს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ფუნქციას, ვინაიდან ის გახდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 12 ქვეყნის უმაღლესი შეფასება ანდრიას — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
  2. ქვიზი: გამოიცანი ხილი გამოცანით და მის ერთ დადებით თვისებას გეტყვით
  3. საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია
  4. მიხეილ ჯავახიშვილის 10 ფრაზა, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
  5. მზად ვართ, საბავშვო ევროვიზიას ვუმასპინძლოთ — საზმაუს დირექტორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ