კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია კანონში ცვლილების გარეშეც შესაძლებელია
ფოტო: ქართული ოცნება
"ჩემი პირადი მოსაზრებით, კანონში ცვლილების გარეშეც შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საჯარო სამსახურის კანონში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა გაიმართა. მისივე განმარტებით, შტატების რაოდენობა ბიუჯეტის კანონის თანახმად იცვლება.
"იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ბიუჯეტის კანონის თანახმად, 140 შტატის ნაცვლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია", — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა, რაც არასწორია. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბიუჯეტის კანონის თანახმად, რეორგანიზაცია გარდაუვალია.
"ჩვენ მივესალმებით, ზოგადად, კრიტიკას, იმიტომ, რომ კრიტიკის საფუძველზე ყალიბდება საბოლოო ჯამში, სწორი აზრი, თუმცა, არ არის სწორი არაჯანსაღი აჟიოტაჟის ატეხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც აჟიოტაჟის გარეშე შეიძლება", — ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
კობახიძის განმარტებით, რეორგანიზაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ ზოგიერთ პირს პროფესიული მოხელის სტატუსი ექნება, ზოგიერთი კი ხელშეკრულებით დასაქმდება.
"ეს არის პრეზიდენტის განსასაზღვრი. ამის მიხედვით ჩამოყალიბდება რეორგანიზაციის გეგმა და განხორციელდება რეორგანიზაცია. პირადად ჩემი აზრია, რომ მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება ხელი რეორგანიზაციაში, თუ ის იმოქმედებს დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მე პირადად, მგონია, რომ არ არის საჭირო ამ კანონის მიღება", — აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააჟღერებს.
პარლამენტში დარეგისტრირდა ცვლილების პროექტი საჯარო მოხელის შესახებ კანონში, რაც საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახალი კადრები კონკურსის გარეშე დანიშნოს. ქართული ოცნების დეპუტატების, რატი იონათამაშვილისა და გურამ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი გარანტიები აღარ გავრცელდება.
გაიგე მეტი:
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
კომენტარები