რესპუბლიკერი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, იგივე ჯორჯ ბუში უფროსი 1989-1993 წლებში აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1981-1989 წლებში, რონალდ რეიგანის დროს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტობამდე ის იყო კონგრესმენი, დიპლომატი და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი. არაოფიციალური სახელი "უფროსი" მან მას შემდეგ მიიღო, რაც მისი შვილი ჯორჯ ბუში უმცროსი 2001 წელს აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი გახდა.
პოლიტიკოსობამდე ის იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ნავთობის ბიზნესით იყო დაკავებული. 40 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო.
პრეზიდენტობის დრო მისი საერთაშორისო პოლიტიკა პანამასა და ფილიპინებზე საომარი ოპერაციებით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, მის დროს დაინგრა ბერლინის კედელი, ხოლო ორი წლის შემდეგ დაიშალა საბჭოთა კავშირი.
1988 წელს ბუში პირდებოდა მოსახლეობას, რომ გადასახადები არ გაიზრდებოდა, თუმცა მან პირობა დაარღვია და გადასახადების მომატებას დათანხმდა. სწორედ ამას უკავშირებენ მის წარუმატებელ მეორე საპრეზიდენტო კამპანიას, რომელიც 1992 წელს დემოკრატი ბილ კლინტონის გამარჯვებით დასრულდა.
1941 წელს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ჯორჯ ბუში, 17 წლის ასაკში ამერიკის საზღვაო ძალების ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი გახდა და იქ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მსახურობდა.
1945 წლის იანვარში ის ბარბარა პირსზე დაქორწინდა, მათ ექვსი შვილი ეყოლათ.
1947 წელს იელის უნივერსიტეტში კალათბურთის გუნდის კაპიტანი გახდა.
1968 წელს კონგრესმენი ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასის ეროვნულ გვარდიაში გაწევრიანებას ულოცავს თავის შვილს, ჯორჯ ბუშ უმცროსს.
ბუშების ოჯახი პეკინში, სადაც ჯორჯ ბუში ჩინეთთან კომუნიკაციის ოფისის ხელმძღვანელად იყო დანიშნული, 1973 წელი.
ჯორჯ ბუში ფიცის დადების დროს. 1976 წელს ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს.
1980 წელს 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი მხარს უჭერს საპრეზიდენტო კანდიდატს, რონალდ რეიგანს, რომელმაც თავის ვიცე-პრეზიდენტად ჯორჯ ბუში დაასახელა.
ჯორჯ ბუში წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 1988 წელი.
1989 წლის 20 იანვარს არჩეული პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფიცს დებს.
1991 წელს ჯორჯ ბუშისა და სსრკ-ს პირველი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის პრესკონფერენცია.
ის შეხვდა სსრკ-ს იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს.
ბუშის მეორე საარჩევნო კამპანია, 1992 წელი.
ბუშების პოლიტიკური დინასტია, 2001 წელი.
აშშ-ს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ოვალურ კაბინეტებში არჩეულ პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ერთად, 2009 წლის 7 იანვარი.
2009 წელს ბუშმა თავისი დაბადების დღის 85 წლისთავი პარაშუტით ხტომისას აღნიშნა.
ჯორჯ და ბარბარა ბუშები 2012 წელს.
ბარბარა ბუშის დაკრძალვა, 2018 წლის აპრილი.
ჯორჯ ბუშს მისი ლაბრადორი აცილებს, 2018 წლის 2 დეკემბერი.
კომენტარები