მე მივდივარ კვირის აქციაზე — გიგი უგულავა
ფოტო: გიგი უგულავა / Facebook
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კვირას გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მიდის. უგულავამ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.
უგულავა წერს, რომ მთავარი პარლამენტის პროპორციული არჩევნებია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა აქცია, დისკუსიის ფორმატები და საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენონ.
"აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე", — წერს უგულავა.
გაერთიანებული ოპოციზიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურის შედეგები არ აღიარა. ამის შესახებ მან ფილარმონიაში, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს", — თქვა მან და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ორ დეკემბერს თბილისში, პარლამენტის წინ აქცია დააანონსა. აქციაზე ისმოდა შეძახილები "ბრძოლა, ბრძოლა", სკაიპით ჩართულ ექსპრეზიდენტს კი ეძახდნენ "ჩამოდის".
დღეს, 30 ნოემბერს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ აქციას არ შეუერთდებიან. დავით ბაქრაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში ლეგიტიმური და გასაგებია იმ ხალხის წუხილი და პროტესტი, რომელიც უკმაყოფილოა არჩევნების შედეგით, თუმცა პარტია ბრძოლას პოლიტიკური რეფორმებით აპირებს.
"პოლიტიკური ბრძოლის გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე", — განაცხადა მან.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები