პროკურატურის მიერ წყაროს დასახელების მოთხოვნა შემაშფოთებელია — არასამთავრობოები
ფოტო: cityfortal.com
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნა, რომ ყალბი პირადობის მოწმობების, სავარაუდო, ბეჭვდის საქმეზე წყარო დაასახელონ, შემაშფოთებელია.
მათივე თქმით, პროკურატურის განცხადება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბი გზავნილია როგორც მათთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება, მათ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა.
მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან ეკა გიგაურმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ირმა პავლიაშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.
საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, გიგაური და პავლიაშვილი ვალდებულები არიან საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასცენ და მათი ქმედება აღიქმება, როგორც მოწმის უარი, ნებაყოფლობით მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია.
17 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროკურატურა იმ მიზანმიმართულ პოლიტიკას აგრძელებს, რომელსაც მთავრობა ბოლო პერიოდია აქტიურად ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან მოქცეულნი.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი არაორაზროვნად იცავს უფლებადამცველების უფლებას უარი თქვას ინფორმაციის წყაროს გამხელაზე", — წერია არასამთავრობოების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავარ პროკურატურას, გაიაზრონ ის პრინციპები, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საფარი;
- თანასწორობის მოძრაობა;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- ცენტრი ემპათია;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები