საპრეზიდენტო კანდიდატების დისკრედიტაცია ფეისბუქზე — კვლევა
წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ ანონიმურად მოქმედი Facebook გვერდები კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკურად აქტიური პირების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებენ. მონიტორინგის შუალედური ანგარიში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) დღეს, 26 ოქტომბერს წარმოადგინა.
ISFED-ის კვლევით დადგინდა, რომ ამგვარ გვერდებზე გაზიარებული პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებულია, რაც საარჩევნო კამპანიაში უკანონო კონტრიბუციას წარმოადგენს.
სამართლიანმა არჩევნებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი 26 მადისკრედიტირებელი გვერდი აღმოაჩინა. მათი დიდი ნაწილი შექმნილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში და მათი მთავარი სამიზნე ამ დრომდე ძირითადად ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება და ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა იყო.
კვლევის თანახმად, გრიგოლ ვაშაძის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს 27 გვერდი, რომელთა ორი მესამედი შექმნილია უშუალოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
ISFED-ის ცნობით, რამდენიმე გვერდი, შეიქმნა უფრო ადრე და მათი შექმნის თარიღი უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს. როგორც გრიგოლ ვაშაძის, ასევე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები ორივე კანდიდატს რუსეთის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.
დავით ბაქრაძისა და პარტია ევროპული საქართველოს წინააღმდეგ 7 გვერდი მოქმედებს. კვლევის მიხედვით, გვერდების ერთი ნაწილი მას მოიხსენიებს, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ ძალას, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს კანდიდატი წარმოადგინოს, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი.
ზურაბ ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდების პოსტები შეიცავენ ანტი ლიბერალურ, ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ ფრაზეოლოგიას, რაც ამ კანდიდატების პოლიტიკური იდეოლოგიების წინააღმდეგაა მიმართული.
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა




კომენტარები