თბილისში, წერეთლის გამზირზე ოპელის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე, შუახნის კაცს შეეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მძღოლი არ მიმალულა და გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.