ინდოეთში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ექვსი ბავშვია. დაშავებულია 30 ადამიანი. ინფორმაციას Indiatoday ავრცელებს.

შემთხვევა შანეთის რაიონის სოფელ შანევრაპეტთან მოხდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

გამოცემის ცნობით, საავადმყოფოში დაშავებულებთან ტრანსპორტის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და სოფლის დეპუტატი იმყოფებიან.