ავტოსაგზაო შემთხვევას ვანში ერთი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე ნაწილის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.