თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

უწყების განცხადებით, ადგილზე ექსპერ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.