თურქეთის ეკონომიკის მომავალი
წლის დასაწყისიდან, თურქული ლირა 40 პროცენტზე მეტად გაუფასურდა. მხოლოდ გასულ კვირაში კი, შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობის ზრდის და ეკონომიკის თაობაზე საერთაშორისო ინვესტორების შეშფოთების პირობებში, ლირა 20 პროცენტით დაეცა.
ხილის და ბოსტნეულის გამყიდველები, თევზით მოვაჭრეებთან ერთად, სტამბოლის ძველ კადიკოი ბაზარში ბიზნესის მიზიდვას ცდილობენ, მაგრამ ვაჭრობა შენელებულია. ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ ათვალიერებს და გზას აგრძელებს.
ორგანული პროდუქტის მაღაზიის მფლობელი მელტემი მომავალზე დარდობს.
ის ამბობს, რომ მომავლის მიმართ პესიმისტური განწყობა აქვს, რადგან ფასები გაიზრდება და ხალხის მყიდველობითი უნარი შემცირდება. ის ასევე ამბობს, რომ როცა მათ ჯიბეებში ფული შემცირდება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანები, ადრინდელთან შედარებით, ბევრად ნაკლებს იყიდიან.
შიში ვალუტის ფასის დაცემაზე, რომელიც ბაზრებზე ორშაბათსაც გრძელდებოდა, თურქეთის უკვე ორნიშნა ინფლაციის ცეცხლზე ნავთს ასხამს და როგორც ჩანს, მყიდველებს ეს ყველაზე მეტად აღელვებს. თურქეთი დიდად არის დამოკიდებული იმპორტზე, განსაკუთრებით ენერგომატარებლების იმპორტზე.
ოცდაათი წლის თარიქი, მასწავლებელი, რომელიც ყოველკვირეულ შენაძენებს აკეთებს, ამბობს, რომ ხარჯვას ამცირებს, რათა მომავალი რთული დღეებისთვის მოემზადოს.
ის ამბობს, რომ ლირა ძლიერ დაეცა და დაუჯერებელ ინფლაციას წინასწარმეტყველებს, რადგან თურქეთს ამდენი იმპორტი შეაქვს ქვეყანაში. ის ამბობს, რომ თურქეთში მომავალი ინფლაციის ყველას ეშინია. ზამთრის გადატანას განსაკუთრებით გათბობის გადასახადები გააძნელებს.
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, თევზით მოვაჭრე ჰუსეინს ამაყად აქვს გამოფენილი, როგორც თვითონ ირწმუნება, სტამბოლში საუკეთესო ხარისხის პალტუსი და ცდილობს, უფრო პოზოტიური იყოს. ის აღიარებს რომ პრობლემები იქნება და ამბობს, რომ დოლარებთან დიდი საქმე არ აქვს, რადგან თუ მეტ თევზს დაიჭერენ, ის უფრო იაფი იქნება, ცოტას თუ დაიჭერენ - გაძვირდება. თუმცა ამბობს, რომ მყიდველებზე აისახება ის, თუ მათ ეკონომიკური სიძნელეები ექნებათ. ის ამბობს, რომ თუ თევზის კარგი რაოდენობა იქნება, გაყიდვას გააგრძელებს.
მაღაზიის მეპატრონე მელტემი, მომავლის ეკონომიკური გაურკვევლობის შესახებ გაფრთხილებას გამოთქვამს.
ის ამბობს, რომ მომავალი კარგად არ გამოიყურება, რადგან როდესაც ადამიანებს შიათ, მათ ცდუნება უჩნდებათ მოიპარონ და გადარჩენისთვის უკანონო გზებს მიმართონ. ის ამბობს, რომ საქმე კარგად არ წავა. ვაჭრობის არარსებობის გამო, ბევრი მაღაზია იკეტება.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ორშაბათს თქვა, რომ ვალუტის ძირგამოთხრაში დამნაშავე, საერთაშორისო შეთქმულებაა, მაგრამ ეკონომიკის ფინანსური საძირკვლები ძლიერი რჩება და მალე ბაზრებზე წესრიგი დაბრუნდება.
საერთაშორისო ინვესტორებმა ასეთი განცხადებები სკეპტიკურად მიიღეს, იმავდროულად კი ბევრი ეკონომისტი აფრთხილებს, რომ ეკონომიკას ზიანი უკვე მიადგა და წინ მძიმე დროებაა.
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები