მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი პირი გარდაიცვალა. შემთხვევაში მაშინ მოხდა, როდესაც ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. შემთხვევა გუშინ, 26 ივლისს მოხდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.