ზარდიაშვილი და მდინარაძე რომ გეჯდება პირველ რიგში... - ჭიჭინაძე ყოფილ პარტიელებს აკრიტიკებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას ეხმაურება და პარლამენტის თავმჯდომარესა და ოცნების სხვა ლიდერებს აკრიტიკებს.
მისი თქმით, პარტიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არსებულ გუნდში მისნაირი ადამიანის ადგილი არ არ იყო.
"ეგეთ ადამიანებთან, ეგეთ ლიდერებთან ნამდვილად არ არის ჩემი და ჩემნაირი ხალხის გზა და ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებთ ამ ცხოვრების მომავალს. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება, რომელიც 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, აბსოლუტურად სხვა ღირებულებებით მოვიდა, არა მლიქვნელობით", - განუცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია იმედს.ჭიჭინაძემ ქართული ოცნების ე.წ. ახალგაზრდების ჯგუფი სააკაშვილსაც შეადარა.
"ეს სააკაშვილსაც ჰქონდა, მასზე ჭკვიანი, მასზე ლამაზი და მასზე ტანადი მის პარტიელებს არავინ არ ეგონათ და თუ ამ ცხოვრებით უნდათ გააგრძელონ არ ვიცი... პორტირებულები, კოლექტიური ზარდიაშვილები არიან და მათ მეტი ლოგიკა არ გააჩნიათ. ზარდიაშვილი და მდინარაძე რომ გეჯდება პირველ რიგში... საერთოდ, ჩუგოშვილმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - არ მეგონა, რომ ორი წელი პარლამენტარიზმი იმის გამო დასჭირდებოდა, რომ როგორღაც მისი ეთიკური და მორალური ღირებულებები ზაქარია ქუცნაშვილის მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს დამთხვეოდა", - განაცხადა დეპუტატმა.
მან მოუწოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებს იბრძოლოდ, რათა პარტია ფლიდებისა და მლიქვნელების პარტიად არ გადაიქცეს.
საჯარო განცხადებების გამო ქართული ოცნების სამდივნოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭიჭინაძემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.
ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგ გირჩი დავით ჭიჭინაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. გირჩის განმარტებით, ისინი იზიარებენ დეპუტატის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ. დავით ჭიჭინაძე On.ge-სთან საუბრისას გირჩის შეთავაზებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული ოცნების იდეების ერთგული რჩება.
ბოლო რამდენიმე დღეა დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს. მან განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია.
დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ კობახიძე და მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი "ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე კომპრომისზე წავიდნენ".
"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ", - თქვა ჭიჭინაძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები