ისრაელის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ორი მოქალაქე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ორივე დაკავებული აღიარებს დანაშაულს და საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.