თბილისში, დიდ დიღომში ავარიის შედეგად ბაიკერი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში მსუბუქი ავტომობილი და ერთი მოტოციკლი მონაწილეობდა.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება სასხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.