გიორგი კვირიკაშვილის შემაჯამებელი სიტყვა - სრულად
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს, 13 ივნისს დატოვა. კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად გადაყენებულად მიიჩნევა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მათ პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომამდე საგანგებო ბრიფინგი გამართა და თავისი მმართველობის 3-წლიანი პერიოდი შეაჯამა.
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
"როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა დაა მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარი იყო ემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, მინდა ცოტა დაწვრილებით მოგახსენოთ.
2015 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან გახლავართ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ 2,5 წლის განმავლობაში, ჩემი მეთაურობით ქვეყნის მთავრობამ გაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რეფორმები. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ვითარებისა, ჩვენ, გუნდთან ერთად, შევძელით საქართველოში შეგვექმნა სტაბილური გარემო და განვითარების სწორ გზაზე დაგვეყენებინა ქვეყანა. დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, დაცული საკუთრების უფლება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმსხვილეს ბაზრებთან. ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და ეს ნათლად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებშიც. დღეს ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შექმნილია უსაფრთხო და სტაბილური გარემო. წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები შერიგების მიმართულებით. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე საქართველო ოდესმე ყოფილა. დღეს ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით გადავდგათ ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მჯერა, ადრე თუ გვიან, ეს შეთავაზებები გარკვეულ შედეგს მოიტანს. მე მაშინაც, როდესაც შევიმუშავეთ მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც დაეფუძნა კიდეც „ქართული ოცნების“ პროგრამა და ჩვენმა პარტიამ გაიმარჯვა 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, და ახლაც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი გზა საქართველოს განვითარებისთვის. ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რომ რამენაირად იშოვოს ლუკმაპური საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი შვილებისთვის და თავი გადაირჩინოს. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ძალიან ბევრი წლით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე არასოდეს მივცემდი პირველ რიგში საკუთარ თავს და ვფიქრობ, გუნდიც მთლიანად მოტივირებული იყო, რომ ამ მიზნით გვემოქმედა. მჯერა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და მით უფრო, მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირ შემთხვევაში არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, ერთჯერად შედეგებზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივასა და გრძელვადიან შედეგებზე.
მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სწორედ, ასეთი პოლიტიკა ავირჩიე პოსტზე დანიშვნის დღიდან. ყველას კარგად ახსოვს ის სერიოზული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც ჩვენს რეგიონზე ძალიან მტკივნეულად აისახა. სწორედ ამ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევებში მოგვიწია ჩვენ გავლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ შეგნებულად მივიღეთ ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო ის შედეგი, რომ მოგვცა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე, თუმცა, რომ არა ეს გადაწყვეტილებები, არ გვექნებოდა ეკონომიკური დინამიკა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება მინიმუმ 5-7 წლით გადავადდებოდა.
ეს გადაწყვეტილებები იყო - მცურავი სავალუტო კურსი; რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, რათა არ დაგვემინუსებინა ეკონომიკური ზრდა; აგრეთვე, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკროეკონომიკური, ფისკალური სტაბილიზაცია იქნა მიღწეული და ეს იყო სწორედ 2016 წლის ბოლო და 2017 წლის დასაწყისი, როდესაც ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო დეფიციტი პრუდენციულ საზღვრებამდე ჩამოვიყვანეთ.
ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ შეგვეძლო, მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება იმ მომენტში ყოფას გაუადვილებდა, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს, ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ დინამიკას, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და შესაბამისად, განვითარების პროცესი გადავადდებოდა. ამიტომ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ შეგნებული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს გარკვეული კომპენსატორების შემოღება, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველთა ფენებისთვის და ამ ნაწილში მე შემიძლია, მივიღო შენიშვნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანას მოუტანა დღეს არსებული დინამიკა.
ჩვენ ამ რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვედით, გადავლახეთ ის სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი უჭირს და რომ არა ასეთი პოლიტიკა, დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით.
დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი, 6,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა აპრილში, 5,5%-იანი ზრდა 2018 წლის პირველ 4 თვეში, მიმდინარე წლის მხოლოდ 5 თვეში ტურიზმის რეკორდული - 24 %-იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ეს მაჩვენებელი 8 მლნ საერთაშორისო მოგზაურს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
2018 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი არის 22%-ით გაზრდილი, დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებასაც 2017-2020 წლებში 9 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდება, უშუალოდ ამ პროექტების განხორციელება შექმნის, დაახლოებით 40 000-50 000 სამუშაო ადგილს.
გარდა ამისა, დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხო ქვეყანა გახლავთ, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის, მსოფლიო დონის ჩემპიონატებისთვის და სხვა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრისთვის.
ყველაფერი ეს იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ეს არის მყარი საფუძველი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს ძალიან დიდ შედეგებს და ჩვენი შვილები იცხოვრებენ უსაფრთხო, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში.
ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა.
მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას.
მინდა, აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა, ჩემს თანამშრომლებს, გათენებული ღამეებისთვის, ადამიანური თანადგომისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
მინდა, მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა - მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე, მინდა, საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და, რა თქმა უნდა - პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის - ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მინდა, გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში.
დიდი მადლობა, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო".
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
-
კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები
გადახედვა
კომენტარები