კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
ფოტო: BBC.com
კანადაში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. კანონი, რომელსაც მხარი 52 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 29 წინააღმდეგი იყო, ქვეყნის ტერიტორიაზე მარიხუანის გავრცელებასა და გაყიდვას არეგულირებს.
ქვეყანაში მარიხუანის კანონიერად შეძენა და მოხმარება 2018 წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მარიხუანის შეძენა ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად.
კანადა გახდა პირველი ქვეყანა "დიდი შვიდეულიდან", რომელმაც მარიხუანის ლეგალიზებას დაუჭირა მხარი. მარიხუანის შენახვა ქვეყანაში 1923 წელს აიკრძალა, თუმცა 2001 წელს მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება დასაშვები გახდა.
სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს კანადელებმა მარიხუანაზე 6 მილიარდი კანადური დოლარი (4,5 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯეს - დაახლოებით, ამდენივე დახარჯეს მათ ღვინოზე.
ახალი კანონის მიღების შემდეგ ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს 8-12 კვირა ექნებათ იმისათვის, რომ მარიხუანის გაყიდვის წესები და პირობები დააწესონ.
ზრდასრულ მოქალაქეებს უფლება ექნებათ თან 30 გრამი გამომხმარი მარიხუანა იქონიონ. ჯერჯერობით არ იქნება ხელმისაწვდომი მარიხუანის შემცველი პროდუქტები, მათი გაყიდვა კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყება. მარიხუანის შეძენის მინიმალური ასაკი 18 წელია, ხოლო ზოგიერთ პროვინციაში 19.
ასაკობრივი შეზღუდვის გარდა, რეგიონულ მთავრობებს საშუალება ექნებათ სხვა შეზღუდვებიც დააწესონ - მაგალითად, სად იქნება შესაძლებელი მარიხუანის მოწევა.
ფედერალურმა მთავრობამ უკვე დააწესა შეფუთვის წესები: მინიმალური ბრენდინგი და სავალდებულო გაფრთხილება მოწევის საფრთხის შესახებ. კანონით, ასევე, შეზღუდულია ახალგაზრდებში რეკლამა და რეკლამაში ცნობილი პირების, გამოგონებული პერსონაჟების ან ცხოველების გამოყენება.
როგორც ადრე, აკრძალული იქნება 30 გრამზე მეტი გამომხმარი მარიხუანის თან ქონა, სახლში ოთხ ძირზე მეტის მოყვანა და მარიხუანის შეძენა ისეთი მომწოდებლისგან, რომელსაც ლიცენზია არ აქვს.
კანონდარღვევისთვის განსაზღვრულია მკაცრი სასჯელი: მაგალითად, არასრულწლოვანისათვის მარიხუანის მიყიდვა 14 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები