მოკლულთა ამბოხი
ფოტო: მზია შარაშენიძე / რადიო თავისუფლება
"არა მარტო სისტემა, არამედ ხელისუფლებაც დაგვეტაკა ჩვენ. პრემიერი მოვიდა არა იმიტომ, რომ თანაეგრძნო ჩემთვის; არა იმიტომ, რომ აუცილებლად დღესვე დაკავებული იქნებოდნენ ჩემი შვილის მკვლელები და მისი მფარველები, არამედ კიდევ უნდოდა, რომ მოვეტყუებინე, 6 თვე მატყუებენ", - ეს თქვა რუსთაველზე მრავალათასიან მიტინგზე ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე გასული წლის პირველ დეკემბერს მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ გააკეთა მას შემდეგ, რაც აქციაზე პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მივიდა.
პრემიერი კვირიკაშვილის გამოჩენა სამართლიანობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ადამიანების წინაშე წარუმატებლად დასრულდა. გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას აღელვებული ადამიანების წინაშე.
ჩემი თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები
"პატივი ვცეთ ზაზა სარალიძეს და მივცეთ პრემიერს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა", – ამგვარი შეგონებებით ცდილობდა აქციის ზოგიერთი მონაწილე პრემიერის გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვას.
კვირიკაშვილს საბოლოოდ მიეცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, თუმცა მხოლოდ ორიოდე წუთით, რადგან მის მიმართ აგრესია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით არ შემოფარგლულა. აქციის მონაწილეებმა მის მიმართ სხვადასხვა ნივთი ისროლეს, რის შემდგომაც პრემიერმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და საკუთარი მოსაზრება მთავრობის კანცელარიიდან გააჟღერა.
''ჩემი თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს სიტუაციას და განმუხტავს, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა", - განაცხადა პრემიერმა, რომელმაც პირობა დადო, რომ გამოძიების ყველა ნაბიჯს გააკონტროლებს.
"პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და ვიღებ პასუხიმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მომენტში, ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი თუ რა პერიოდში დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე და ამ გამოწვევაზე. ასევე მინდა დაღუპულის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურისგან დაიბრუნებს საქმეს. გამოძიების პროცესს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. კვირიკაშვილმა აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების მისდამი დამოკიდებულება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების არსებობით ახსნა:
არ დავიღლები მუშაობით იმისთვის, რომ საქართველო ყველასთვის იყოს ის ქვეყანა, სადაც ადამიანები პოულობენ სამართლიანობას
"არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან. მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან. გავაკეთე ეს, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, გამეკეთებინა ჩემი განცხადება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის გამოსვლის შემდგომ რუსთაველზე შეკრებილმა მომიტინგეებმა პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის, მოთხოვნა მთავრობის დათხოვნის შესახებაც.
"მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშვილი გააძევა. ძალიან მალე, ჩვენ გავაძევებთ მთელ მთავრობას. მივმართავ [ბიძინა] ივანიშვილს, სანამ გაგვიზრდია ჩვენი მოთხოვნები და გადავსულვართ კონკრეტულ ქმედებებზე და გეგმებზე, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის დათხოვნის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვპირდები, რომ მას 100 ათასი ადამიანი აუტალახებს ეზოს", - განაცხადა სარალიძის ადვოკატმა ზვიად კუპრავამ.
პირველ ივნისს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც მინისტრი წულუკიანი არ დაეთანხმა, მაგრამ დააკმაყოფილა. ეს აქციის მონაწილეების ერთ–ერთი პირველი მოთხოვნა გახლდათ.
უკვე დღეს მომიტინგეებთან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა, ის საგანგებოდ განთავსებულ კარავში ესაუბრა ზაზა სარალიძეს. ჟურნალისტებთან პრეზიდენტს პოლიტიკური ხასიათის განცხადებები არ გაუკეთებია.
"მთავარია იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ანალოგიური განცდა ბევრ ადამიანს აქვს. ჩემი მიზანია, ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვს ასეთი გულისტკივილი იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იყოს უზრუნველყოფილი, ქვეყანა დამშვიდდეს. ამ მოტივაციით მაქვს ურთიერთობა ხელისუფლებასთანაც და არ დავიღლები მუშაობით იმისთვის, რომ საქართველო ყველასთვის იყოს ის ქვეყანა, სადაც ადამიანები პოულობენ სამართლიანობას და ამავე დროს, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ეს მრავალრიცხოვანი აქციები მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებას არ აქვს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამ შემთხვევაში ესაა პროკურატურა,სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო
მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უამრავი ისეთი ადამიანის თავშეყრის ადგილად იქცა, რომელთაც საერთო ტკივილი აერთიანებდათ – ერთის მრივ, ახლობლის მკვლელობა და მეორეს მხრივ, ამ მკვლელობაში დამნაშავის მიმართ "კანონის" ან ცალკეული ჩინოვნიკების კანონგარეშე "ჩარევით" დამდგარი შედეგი: უსამართლობის განცდა. ზაზა სარალიძის გვერდით პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მთელი დღის განმავლობაში იდგა და აღნიშნავდა, რომ სამართალი ვერც მან იპოვა. აქციას მოკლული მოზარდების თანასკოლელებიც შეუერთდნენ.
ამერიკის ხმა პარლამენტის წევრს ევროპული საქართველოდან, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გიორგი ტუღუშს ესაუბრა, რომელმაც მოვლენების შეფასებისას ხელისუფლებისადმი ნდობის კრიზისის თაობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ეს მრავალრიცხოვანი აქციები მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებას არ აქვს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამ შემთხვევაში ესაა პროკურატურა,სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ფაქტობრივად, ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. თუმცა, უკმაყოფილება გროვდებოდა წლების განმავლობაში და ეს არაა ახალი. 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ ადამიანებს ვერანაირად ვერ შეუქმნა სამართლიანობის განცდა. ყველანაირი საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ გამოძება გაყალბებულია. ესაა მთავარი პრობლემა. როდესაც ასეთი რეზონანსული საქმეა, ქალაქის ცენტრში, ორი მოკლული ახალგაზრდაა, სისხლის გუბეები დგას და ჩვენ ვიგებთ, რომ ამის გამოძიებაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ, ეს მიანიშნებს სისტემურ ლპობაზე, მათ შორის პროკურატურის და მისი ორგანოების."
კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები იქნებოდა რელევანტური ხელისუფლების მხრიდან არსებულ ვითარებაში, ტუღუში შემდეგნაირად პასუხობს:
"ეს არ იყო ისეთი რთული გამოსაძიებელი საქმე, რომლისთვისაც, შეიძლებოდა, თავი ვერ გაერთმიათ, კიბერ–დანაშაული ან სხვა... ესაა ტიპური სისხლის სამართლის საქმე, სადაც არის უამრავი მოწმე და მონაწილე. შედეგად კი ვიღებთ გამოძიებაში აბსოლუტურ ფარსს. ხელისუფლებას შეუძლია, გამოავლინოს ყველა დამნაშავე, როგორც უშუალოდ მკვლეობაში, ასევე ამ საქმის გამოძიების დამახინჯებაში. ხელისუფლებას მოუწევს დათმოს, როგორც დათმო მთავარი პროკურორი. ფაქტია, მუხტი მიანიშნებს, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა გახრწნილი სახელმწიფო ინსტიტუციები. თუმცა ეს ხელისუფლება ამის გამკეთებელი ნაკლებადაა. ეს უნდა გააკეთოს უკვე ახალმა ხელისუფლებამ."
საზოგადოება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მშობლის ზაზა სარალიძის მოწოდებაზე ქუჩაში მას შემდგომ გამოვიდა, რაც სასამართლომ მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ცნო. აქცია რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე გრძელდება და მონაწილეთა მოთხოვნები სულ უფრო რადიკალური ხდება.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები