ერევნის საგამოძიებო უწყებამ ერებუნის რაიონში მომხდარი არეულობის გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ არეულობას ქონების დაზიანება და პოლიციის მიმართ ძალადობა ახლდა თან. ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებულებს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფიც შეიქმნა. დღევანდელი დილის მონაცემებით, პოლიციის განყოფილებაში 28 ადამიანია მიყვანილი. უფრო ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სულ დაკავებულია 136 ადამიანი.

აღნიშნული პირები იმ აქციის მონაწილეები არიან, რომლის აქტივისტებიც უკვე რამდენიმე დღეა პოლიციის შენობის მიმდებარედ იკრიბებიან იმისთვის, რომ სამართალდამცავებს პოლიციის შენობა შტურმით აღების საშუალება არ მისცენ.