ბორჯომის ტყის ნაწილში ხანძარია. ცეცხლი ტყეში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და მენხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ მის ჩაქრობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მიუდგომელ ადგილზე ხმელ ხეებსა და ბალახებს უკიდია. უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის რამდენიმე კერაა.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ზუსტი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური ტელეფონები არ იჭერს.