აღსრულებამ უკანონოდ გათავისუფლებული სუბელიანი და ახობაძე თანამდებობაზე ვერ აღადგინა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღასრულა და დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე თანამდებობებზე ვერ დაბრუნდნენ. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ.
"მიმართა მან [აღმასრულებელმა] მოვალე ორგანიზაციას და მოითხოვა დაუყოვნებლივ აღსრულება, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მითითებული პოზიცია 2015 წლიდან აღარ არსებობს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში, აღმასრულებელი მოკლებულია სხვა რაიმე ქმედითი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას", - აღნიშნულია აღსრულების ბიუროს მიერ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში.
წერილის ასლი, რომელიც ანა სუბელიანმა On.ge-ს გამოუგზავნა, ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული განაცდურის გადახდის პირობაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. სუბელიანის თქმით, ისინი თანხის სრულად გადახდასა და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტროს კი განაცდურის გადანაწილებით გადახდა სურდა.
"აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო სააღსრულებო მოქმედება სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსასრულებლად, როგორც თანამდებობაზე აღდგენის, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა არსებული ობიექტური გარემოებები გათვალისწინებით შეუძლებელია სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებლო წარმოების განხორციელება", - აღნიშნულია სუბელიანისთვის მიწერილ წერილში.
რატომ არ აღადგინა იუსტიციის მინისტრმა გათავისუფლებულები სამსახურში On.ge ამ საკითხზე უწყებიდან პასუხს ელოდება.
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.
ამავე თემაზე:
- იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს - საჩივარი პროკურატურაში
- დანაშაულის პრევენციის ცენტრი დამნაშავეა - გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს
- იუსტიციის სამინისტრო გათავისუფლებულ თანამშრომლებს თითქმის 4 წლის ხელფასს აუნაზღაურებს
- გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგეს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები