ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების პოლიტიკური შეფასებები
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები, მინისტრები, პარლამენტის დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების წევრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ახალი თავმჯდომარე პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას დაიწყებს.
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა ქართული ოცნება უფრო გაძლიერდეს.
"საჭიროა, ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, ამას სჭირდება განსაკუთრებული რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება, როგორც თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გედევან ფოფხაძე
ქართული ოცნების მოქმედი წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პარტიაში ბიძინა ივანიშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა, მისი წასვლა არასწორი იქნება. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.
"ფაქტობრივად უმრავლესობას ველოდებოდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ამ გუნდისთვის და მას ისეთი პოლიტიკური წონა აქვს, რომ, რა თქმა უნდა, მე ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვიმოქმედებ ამის შემდეგ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება, რომ წავიდე. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მე რატომ უნდა წავიდე?!" - თქვა მან.
მისი თქმით, ივანიშვილის მონაწილეობით ქართულ ოცნებაში არსებული პრობლემების მოგვარების უფრო დიდი რესურსია.
კახა ოქრიაშვილი
ქართული ოცნების ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი კანდიდატი იქნება, თუ მონაწილეობას გადაწყვეტს. ამის შესახებ ოქრიაშვილმა On.ge-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველად დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც ოქრიაშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს არ სურს იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ივანიშვილი მოქმედ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც არ შეცვლის.
გია ვოლსკი
პარტია ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, პარტიას გაძლიერება სჭირდება და სწორედ ამ მიზნით გააგრძელებს საქმიანობას ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე.
"სიტყვა კრიზისი ძალიან შორს არის იმ რეალობიდან, რაც დღეს გაგვაჩნია. პარტია ბოლო პერიოდში, როგორც წინასაარჩევნო პარტია ისე ჩამოყალიბდა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი მნიშვნელოვნად არიან დატვირთულები საკმაოდ სერიოზული საკითხებით, რომელიც ჩვენს წინაშე დგას", - უთხრა On.ge-ს გია ვოლსკიმ.
ზაქარია ქუცნაშვილი
ქართული ოცნების დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. მისი აზრით, ივანიშვილისთვის შორიდან პროცესების ყურება ძნელი იყო და პოლიტიკაში ამის გამო დაბრუნდა.
"როგორც ჩანს, ამან იმძლავრა ამ პატრიოტ კაცში, ამიტომაც შორიდან ყურებას ისევ ამ უმადური მისიის შესრულება ითავსა", - განუცხადა მან On.ge-ს.
ქუცნაშვილმა განმარტება, რომ ხალხის ლიდერობა "უმადური მისიაა":
"დრო უნდა გავიდეს, რომ ხალხმა დააფასოს ლიდერის ღვაწლი. თანამედროვე ეპოქაში, როგორც წესი, ღირსეულ ლიდერებს დაფასება არ აქვთ".
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის ლიდერების პოზიციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკად არ წასულა და მისი "მეორედ მოსვლით" უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ფეისბუქზე გამოეხმაურა.
"ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას", - დაწერა სააკაშვილმა.
რომან გოცირიძე
"ყოჩი დაბრუნდა ნებაყოფლობითი პატიმრობიდან. ყოჩი ის არის, უფროსი [ბიძინა ივანიშვილი]. თუ დამისვამთ კითხვას შემობრუნდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მე გიპასუხებთ ბაში-აჩუკის ფილმიდან ციტატას: გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი. ასეთი სიტყვებია მანდ. გინდ შემოვიდეს და გინდ გავიდეს [ბიძინა] შედეგი არის ერთი და იგივე - ოცნების დაისი დაიწყო", - განუცხადა On.ge-ს რომან გოცირიძემ.
ევროპული საქართველო
პარტია ევროპული საქართველოს წევრები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქართულ ოცნებაში არსებულ კრიზისზე მეტყველეს.
გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში არსებული ცვლილება - ყოფილი პრემიერის დაბრუნება ქვეყნაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
"გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ბოკერიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლაა საჭირო.
ოთარ კახიძე
ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო ქართული ოცნების არაფორმალური ლიდერი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა და მისი დაბრუნება ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში კრიზისია.
კახიძის თქმით, ივანიშვილს ყოველდღიური მენეჯმენტი მიბარებული ჰქონდა საკუთარი თანაშემწეებისთვის, რომლებსაც არ ეყოთ კომპეტენცია და პოლიტიკური წონა, ემართათ ქვეყანა და პარტიული პროცესი.
კახიძის წერს, რომ ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება ქართული ოცნების თავმჯდომარედ, ადასტურებს კრიზისს მმართველ პარტიაში და ოცნების ზრდად არაპოპულარულობას ხალხში - მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ფაროსანას უწოდებს. ასე გამოეხმაურა უგულავა ივანიშვილის მმართველი პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნებას.
"დაცხა და ფაროსანა გამოვიდა გარეთ - ესაა ჩემი კომენტარი", - დაწერა უგულავამ ფეისბუქზე.
პატრიოტთა ალიანსი
ირმა ინაშვილი
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ივანიშვილის დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით ბიძინა ივანიშვილის სახელით სპეკულაციები დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ "რაღაცა უბედურება" ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი ჩნდება,- ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან.
"საერთო ძალებით დავიწყოთ საქართველოსთვის სასიკეთო და სასიცოცხლო საქმეების კეთება: ნაწილმა სახელისუფლებო პოზიციებიდან, ნაწილმა- ოპოზიციური ფლანგიდან, ნაწილმა საკუთარი პროფესიული სივრციდან და ნაწილმა- სახლიდანაც კი", - დაწერა ირმა ინაშვილმა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია
არასაპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარტიები იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიაში არსებულ კრიზისს უკავშირდება.
თავისუფალი დემოკრატები
პარტია თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. მისი თქმით, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ამით რაიმე პოზიტიურად შეიცვლება ქვეყანაში:
"ჩვენ მივიღებთ რეალობას, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება ვიდრე ქვეყნის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ნებისმიერ ინსტიტუციას. სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ ვითარდება. ეს არის იმის მცდელობა, რომ გარკვეულწილად გაიმყაროს პოზიციები".
ლეიბორისტული პარტია
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში ქართული ოცნებისთვის დამღუპველი იქნება.
"საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი, მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ გადააქცია საქართველო თავის ბიზნესკორპორაციად, რატომ დაუმსხვრია მოსახლეობას ოცნებები და კიდევ რა ვერაგული გეგმები აქვს ჩაფიქრებული. არ არს დაფარული რაც არ გაცხადდეს, ძალიან კარგია, რომ აფთარი ბუჩქებიდან გამოძვრა, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული როდის გადავცემთ მას ეროვნულ, პოლიტიკურ სამართლებრივ მართლმსაჯულებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს













კომენტარები