ბათუმში ხანძარი გოგებაშვილის ქუჩაზე, ყოფილ ლეოგრანდთან ახლოს მდევარე სახლებში ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელი სახლების სასხვენო გადახურვას. ამჟამად, ხანძრის ლიკვიდაციისთვის, ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

სახლებს დღეს, 24 აპრილს, საღამოს გაუჩნდა ცეცხლი.