საქართველოში წმ. პატრიკის დღესასწაული Tullamore D.E.W-სთან ერთად აღინიშნება
ტრადიციული დღესასწაულები ქართველებს რომ ძალიან გვიყვარს, ახალი არავისთვისაა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვისაც სიმბოლური დღეების გრანდიოზულად აღნიშვნა გვახასიათებს. ყველა ერს აქვს უნიკალური დღესასწაული, რომელიც მათ იდენტობასა და ისტორიას ყველასგან გამორჩეულს ხდის. გერმანელებისთვის ასეთი ოქტობერფესტია, ამერიკელებისთვის მადლიერების დღესასწაული, ჰოლანდიელებისთვის მეფის დღე (იგივე Dutsch Day), ხოლო ირლანდიელებისთვის კი, წმინდა პატრიკის დღე. ეს უკანასკნელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დღესასწაულია, რომელსაც არამხოლოდ ირლანდიაში, არამედ თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. საინტერესოა, რატომ გადაიქცა ირლანდიელებისთვის მნიშვნელოვანი დღე, მსოფლიო ხალხების საზეიმო დღესასწაულად?
ამას არაერთი მიზეზი აქვს, რომელსაც ჩვენ მოკლედ განვიხილავთ და თუ აქამდე არასდროს აღგინიშნავთ წმინდა პატრიკის დღესასწაული, ამის მერე გულგრილად ვეღარ შეხედავთ. ამიტომ მოითმინეთ, წინ დიდი დღესასწაული გელით.
ვინ იყო წმინდა პატრიკი?
წმინდა პატრიკის დღესასწაული ყოველ წელს, 17 მარტს აღინიშნება. ირლანდიელები წმინდა პატრიკის გარდაცვალების დღეს ათეულ საუკუნეზე მეტია, რაც რელიგიურ დღესასწაულად მიიჩნევენ. წმინდა პატრიკის დღეს, ირლანდიელები დილით ეკლესიაში მიდიან ხოლმე, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ზეიმობენ. ირლანდიის მაცხოვრებლები, ირლანდიელები, ტრადიციული ხალხია და ამ დღეს განსაკუთრებული კერძებით, ცეკვებით, ტანსაცმელებითა და რაც მთავარია, ვისკით აღნიშნავენ.
წმინდა პატრიკი ირლანდიელი ხალხისთვის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია, რომელიც მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა. არ მოგაწყენთ მისი ბიოგრაფიული ცნობებით და პირდაპირ გეტყვით, რომ წმინდა პატრიკმა ცხოვრების ურთულესი გზა გაიარა. რომის იმპერიის ბრიტანულ პროვინციაში დაბადებული პატრიკი, 16 წლის ასაკში გაიტაცეს და მონად აქციეს. მოგვიანებით, მან გაქცევა მოახერხა, თუმცა ირლანდიაში მალევე დაბრუნდა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. ლეგენდის თანახმად, წმინდა პატრიკმა მის მიმდევრებს წმინდა სამების მნიშვნელობა ირლანდიური ყვავილის, სამყურას დახმარებით აუხსნა. მომავალში, სწორედ სამყურა გახდა მისი სახელობის დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი.
როდიდან აღინიშნება წმინდა პატრიკის დღესასწაული?
ირლანდიელები წმინდა პატრიკის დღესასწაულს მეათე საუკუნიდან მოყოლებული აღნიშნავენ. დროთა განმავლობაში, დღესასწაულმა სახე იცვალა და ის სახალხო ზეიმად გადაიქცა. ირლანდიელები გამოდიოდნენ ქუჩებში და მსვლელობას აწყობდნენ. სხვათაშორის, პირველი მსვლელობა არა ირლანდიაში, არამედ აშშ-ში, ნიუ-იორკში გაიმართა. 1762 წლის 17 მარტს, ინგლისის ჯარში გაწვეული ირლანდიელები გამოვიდნენ ქუჩებში და წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მოაწყვეს. ამ გზით, ჯარისკაცებს საკუთარი წარმომავლობისთვის ხაზის გასმა სურდათ.
მუხტი აშშ-ს სხვა შტატებსა და ქალაქებსაც გადაედო. შემდეგ კი, ირლანდიაში მცხოვრებებმაც აიტაცეს. დღეს, სახალხო მსვლელობა ტრადიციაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ირლანდიელები აწყობენ.
წმინდა პატრიკის დღესასწაული მეოცე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული, ტურისტებისთვისაც ძალიან მიმიზდველი გახდა. ყოველწლიურად, ირლანდიაში წმ. პატრიკის ფესტივალი იმართება, რომელსაც მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. წარმოიდგინეთ, ერთი მილიონი ტურისტი, მხოლოდ ერთი დღეში. საოცარია, არა?
ერთ-ერთ ცნობილ მომღერალს, ჯონ მეიერს, წმინდა პატრიკის დღისთვის სიმღერაც კი აქვს მიძღვნილი.
რომელ ვისკის სვამენ ირლანდიელები წმ. პატრიკის დღესასწაულზე?
თუ გსურთ, რომ წმ. პატრიკის ულამაზესი დღესასწაული ბოლომდე შეიგრძნოთ, აუცილებლად უნდა დალიოთ ირლანდიელების საყვარელი ვისკი Tullamore D.E.W. ირლანდიელების უმეტესობა, სწორედ ამ ვისკის ირჩევს საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. რატომ? - ამაზე პასუხი ისეთივე მარტივია, როგორი ბრწყინვალეც წმ. პატრიკის დღესასწაული.
Tullamore D.E.W. ვისკების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც ფაქტობრივად არ იგრძნობა ტორფის გემო და მსუბუქი არომატის წყალობით, მისი დალევა სასიამოვნო პროცესია. არანაირი სახის დამანჭვა, ყელის წვა, ცხვირის ნესტოების გამობერვა და კბილების ღრჭიალი. ირლანდიელებისთვის ვისკი ისეთივე წმინდა სასმელია, როგორც ქართველებისთვის ღვინო, ამიტომ ისინი მხოლოდ სუკეთესოს ირჩევენ.
Tullamore D.E.W. გამოირჩევა იმითაც, რომ აქვს ერთალაოიანი ვისკის სახეობებიც, რაც მის ასორტიმენტს კიდევ უფრო მომაჯადოებელს ხდის.
Tullamore D.E.W.-ს გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება. ამერიკაში ის ყველაზე პოპულარული ირლანდიური ვისკია, რაც თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელობაზე. ჯერ კიდევ 2014 წელს, Tullamore D.E.W. წმ. პატრიკის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და მისი გაყიდვები ამ დღეს რეკორდულიც კი იყო.
სხვა ყველაფერთან ერთად, Tullamore D.E.W.-ს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და შთამაგონებელი ვიდეორგოლიც ეკუთვნის, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. გირჩევთ, პოპკორნით ჩაუჯდეთ, ისეთი კარგი სანახავია.
როგორ იცვამენ წმ. პატრიკის დღეს ირლანდიელები?
ირლანდიელების ამ უდიდეს დღესასწაულზე ტანისამოსი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პირველ რიგში, ტანსაცმელი აუცილებლად მწვანე უნდა იყოს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ამ დღის მთავარი სიმბოლო სამყურაა, რომელიც მწვანე ფერისაა. სწორედ ამიტომ, ირლანდიელები წმ. პატრიკის დღეს მწვანედ იმოსებიან.
დღესდღეობით, რაიმე კონკრეტული სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა გეცვათ, არ არსებობს. პირიქით, წმ. პატრიკის დღე კრეატიულად ჩაცმის საშუალებას გაძლევთ - თქვენ შეიძლება სუპერგმირების ფორმებში შეიმოსოთ, ან უბრალოდ, პარიკები მოირგოთ.
თუ ოდესმე წმ. პატრიკის დღესასწაულზე მოგინდებათ მოხვედრა, მთავარია მწვანე ფერებში იყოთ გამოწყობილი.
სად შეიძლება აღვნიშნოთ წმ. პატრიკის დღე საქართველოში?
წმ. პატრიკის დღე საქართველოში ადრეც აღუნიშნავთ და ამის შესაძლებლობა წელსაც გექნებათ. 17 მარტს ფაბრიკაში, Camora Basement-ში ნამდვილი დღესასწაული იქნება და ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება.
Camora-ში მისულებს, დაგხვდებათ ნამდვილი ირლანდიური გარემო, ირლანდიური როკი და რაც მთავარია, გამორჩეული ირლანდიური ვისკი Tullamore D.E.W. ასე რომ, მოემზადეთ, წინ დიდი მწვანე საღამო გელით.
კომენტარები