ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ ჩვილი ბავშვის ცხედარი გამორიყა. ახალშობილი დღეს, 10 მარტს, დილით იპოვეს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.