პოსტერები იცვლება, მოხუცი კაცი კი ერთსა და იმავე ადგილას დგას - ერთწლიანი ისტორია ფოტოებში
მოხუცი კაცი თვეების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას დგას. გამვლელები გვერდს ისე უვლიან, რომ ვერც კი ამჩნევენ. მას ვერავინ ხედავს, თუ არ ჩავთვლით ფოტოგრაფს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ისევ და ისევ უბრუნდება ამ ქუჩას, ამ კაცს, ამ კედელს...
ძნელია, ეს ფოტოები ემოციის გარეშე დაათვალიეროთ. ეს არა მხოლოდ ამ კაცის, არამედ თბილისის ისტორიაცაა. ფონი მუდმივად იცვლება (სარეკლამო პოსტერები, პოლიტიკური პლაკატები, განცხადებები), კაცი კი ისევ დგას. არაფერია იმაზე ირონიული, ვიდრე პოსტერების დამკვეთებისა თუ გამკვრელების იმედი, რომ გამვლელები რეკლამას დაინახავენ, ადამიანს კი - ვერა.
"ერთი კაცის ისტორია" - ასე ჰქვია დათო ქორიძის ფოტოპროექტს, რომელიც Bored Panda-ზეც გამოქვეყნდა.
"ადამიანები მოჩვენებებად იქცნენ, რომლებსაც სხვების პრობლემები აღარ აწუხებთ. მათ მხოლოდ მობილურის რეკლამა აინტერესებთ" - წერს ფოტოგრაფი.
P.S. პროექტის ბოლოს, ფოტოები ზუსტად იქ გამოიკრა, სადაც მოხუცი კაცი იდგა, თუმცა ისინი მეორე დღესვე ჩამოხიეს.
დათო ქორიძის სხვა ნამუშევრების ნახვა აქ შეგიძლიათ.
კომენტარები