დღეს 20 თებერვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პლანეტის დედოფლის, რობინ რიანა ფენტის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. ის 30 წლის გახდა.

რიანა 1988 წლის 20 თებერვალს ბარბადოსში დაიბადა. მისი ცხოვრება არც ისეთი თვალისმომჭრელი ყოფილა, როგორც დღესაა. ის 3-ოთახიან ბუნგალოში დედ-მამასთან და ძმებთან ერთად იზრდებოდა. მამა კოკაინზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და ხშირად ძალადობდა დედაზე. 14 წლის ასაკში, გამუდმებული თავის ტკივილის გამო, მას ტომოგრაფიების გადაღება უწევდა, რადგან ექიმებს ეგონათ, რომ სიმსივნე ჰოქნდა. დედ-მამის დაშორების შემდეგ, რიანას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რიანა 7 წლის იყო, სიმღერა რომ დაიწყო. 15 წლის ასაკში კი, 2 კლასელ გოგოსთან ერთად ერთად დაიწყო სიმღერა. მის ჯგუფს სახელიც კი არ ჰქონდა, როდესაც მათი სიმღერა ამერიკელმა პროდიუსერმა ევან როჯერსმა მოისმინა. "როდესაც რიანა ოთახში შემოვიდა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ მის მეტი არავინ არსებობდა", - გაიხსენა მან მოგვიანებით.

11 წელზე მეტი გავიდა რიანას კარიერის დასაწყისში მისი ყველაზე პოპულარული სიმღერის, Umbrella-ს გამოსვლიდან. ამ პერიოდში კი რიანა ნამდვილ ქალღმერთად გარდაიქმნა, ის გახდა უფლებადამცველი და ღვინის ფუჟერი საუკეთესო აქსესუარად აქცია.

მისი 30 წლის დაბადების დღეზე, გავიხსენოთ ის 30 მომენტი, რომლითაც რიანამ ისტორია შექმნა.

1. როდესაც Anti გამოსვლიდან 2 თვის შემდეგ ხელმეორედ მოექცა Billboard-ის სიის სათავეში

2. როდესაც პარფიუმერიის ხაზი, Fenty Beauty გამოუშვა და რამდენიმე თვეში იმაზე 5-ჯერ მეტი გაყიდა, ვიდრე კაილი ჯენერმა 3 წელიწადში

3. როდესაც მსოფლიო ლიდერი [ოფიციალურად] გახდა

2018 წლის 7 თებერვალს, რიანამ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთო პროექტი დაიწყეს, რომელიც გოგოების განათლების მიღების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

4. როდესაც ვოგის გარეკანზე პირსახოცით გამოჩნდა

ფოტო: Vogue

5. როდესაც Ocean's 8-ის ტრეილერში ყველა დაჩრდილა

6. როდესაც ბარბადოსში ქუჩას მისი სახელი დაარქვეს

7. როდესაც თავისი ჩვენება მოტოციკლით დახურა

8. როდესაც წინდების ხაზი გამოუშვა

9. როდესაც თავისი შეყვარებული ქოლგის ქვეშ ისე დამალა, როგორც ეს მის 11 წლის წინანდელ სიმღერაში იყო

10. როდესაც Diplo რამდენიმე სიტყვით გაანადგურა

ამერიკელმა პროდიუსერმა დიპლომ აღიარა, რომ რიანას დიდხანს ეხვეწებოდა, Lean On ემღერა, მან კი უპასუხა "მე ჰაუსს არ ვმღერი"

11. როდესაც ბარბადოსში ჩასულმა, თავისი კოსტიუმით ვიქტორია სიკრეტის შოუ დაჩრდილა

12. როდესაც ის მსოფლიოს საუკეთესო თერაპევტი გახდა

2017-ში რიანას ფანმა მიწერა, რომ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გულგატეხილი იყო და რჩევა სთხოვა.

"მე მჯერა, რომ შენი გულისტივილიც ცხოვრების საჩუქარი იყო. იტირე, თუ მოგიწევს, მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. შენ კიდევ იპოვი სიყვარულს და ის წინაზე უფრო ლამაზი იქნება. მანამდე, საკუთარი თავით იამაყე".

13. როდესაც თამაშისას კევინ დურანტს "აგური" დაუძახა და მან მისი ყვირილი გაიგო

14. როდესაც ლუპიტა ნიონგოსთან ერთად გადაღებული ფოტო ისე გავირუსდა, რომ მათზე ფილმის გადაღება გადაწყვიტეს

15. როდესაც კოაჩელაზე საუკეთესოდ ჩაცმული მივიდა

16. როდესაც საკუთარი დიზაინით შექმნილ ბრილიანტებში ანათებდა

17. როდესაც ჟურნალის ყდისთვის ფოტო ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაიღო

18. როდესაც ჰარვარდმა ის წლის ქველმოქმედად დაასახელა

რიანა 2017 წელს გოგოების უფლებებისთვის და მათი განათლების ხელმისაწვდომობისთვის იბრძოდა, რის შემდეგაც, ჰარვარდმა მას წლის ქველმოქმედის სტატუსი მიუძღვნა. კმაყოფილმა რიანამ თმა გაისწორა და იხუმრა: "მე ჰარვარდში მოვხვდი".

19. როდესაც გრემიზე ალკოჰოლი მიიტანა და ყველაზე კარგად გაერთო

20. როდესაც 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მაისური საკუთარი ფოტოთი ეცვა, წარწერით "მე მასთან ვარ"

21. როდესაც რიანასთან მისაახლოებლად დრეიკს საჯაროდ უწევდა თავის თავზე ხუმრობა

22. როდესაც პუმას საკუთარი ხაზი გამოუშვა

23. როდესაც თავის ქანდაკებასთან ფოტო გადაიღო

24. როდესაც ქუჩაში სიარულისას ღვინის ფუჟერი მისი მთავარი აქსესუარი იყო

25. როდესაც მეთ გალა 2015 წელს მისი კაბა ინტერნეტის მთავარი თემა გახდა და მიმის ავტორების შთაგონებად იქცა

26. და როდესაც ამაზე თავადაც იხუმრა

@beckermanblog your dog is next level bruh #metgala2015

A post shared by badgalriri (@badgalriri) on

27. როდესაც ახალდაბადებულ მაიმუნს ჩაეხუტა

🐒

A post shared by badgalriri (@badgalriri) on

28. როდესაც 2015 წელს ღამის კლუბში გასართობად წავიდა და სახლში ნაბახუსევის ნაცვლად, ლეკვით დაბრუნდა

29. როდესაც ყველაზე საშიშ [დადგმულ] მკვლელობას გადაურჩა

როდესაც საშინელებათა სერიალში Bates Motel-ში პატარა როლი მიიღო და იმის ნაცვლად, რომ აბაზანაში მოეკლათ, სცენარი შეცვალა, თავის მოღალატე შეყვარებულს გაექცა და 400 000 დოლარიც თან წაიღო.

30. როდესაც ამერიკის მოდის დიზაინერების საკონსულოს ჯილდო სექსუალური ცეკვით აღნიშნა