თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც ახლა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ფუნქციონირებს, ხანძარია.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, ადგილზე 12 მანქანაა მობილიზებული. ინციდენტის შედეგად კი არავინ დაშავებულა.