ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდში ვარსკვლავის გახსნა ლატარეაში მოიგო
ჰოლივუდის დიდების ხეივანში, როგორც წესი, მხოლოდ შოუბიზნესის პოპულარულ და ძალიან წარმატებულ წარმომადგენლებს უხსნიან ვარსკვლავს, თუმცა ამერიკას სწორედ იმიტომ ეძახიან ოცნების ქვეყანას, რომ იქ ყველაფერი შესაძლებელი ხდება.
ამის დასტური ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილია, რომელმაც სულ რაღაც 50 დოლარად ოცნება აიხდინა.
რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარეა, რომელში გამარჯვებულსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიდნენ.
მასშტაბურ ლატარეაში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის გიორგი დარჩიაშვილიც, გამარჯვება კი სწორედ მას ერგო.
On.ge-სთან საუბარში, დარჩიაშვილი ყვება, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, როცა ერთ ჩვეულებრივ დღეს თავისუფალ დრო გამონახა და ჰოლივუდის ბულვარზე სასეირნოდ გავიდა.
"მე თვითონაც გაოგნებული ვარ. წარმოდგენა არ მქონდა თუ ასეთი ლატარეა თამაშდებოდა. ჰოლივუდის ბულვარზე ვსეირნობდი, სადაც დიდი რიგი დავინახე. თავიდან ვერ გავიგე რა ხდებოდა, შემდეგ მითხრეს, რომ 50 დოლარად შემეძლო ბილეთის შეძენა, გამარჯვებულს კი ვარსკვლავს გაუხსნიდნენ. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც გადავიხადე ეს თანხა. მერე გავიგე, რომ რამდენიმე ათასი ბილეთი გაიყიდა და მისი პირველი გამარჯვებული, საბედნიეროდ, მე აღმოვჩნდი. ასე უბრალოდ თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი, ნამდვილად არ წარმომედგინა. ვფიქრობ, ასეთი ჟესტით ისინი "უბრალო" ხალხის მიმართ თავის პატივისცემას გამოხატავენ. როგორც მითხრეს, ახლა ოფიციალურ წერილსა და რაღაც კითხვარს გამომიგზავნიან დიდების ხეივნის ოფიციალური წარმომადგენლები", - ყვება On.ge-სთან გიორგი დარჩიაშვილი.
ფოტო: გიორგი დარჩიაშილი
გიორგი დარჩიაშვილმა თეატრალური ინსტიტუტი თბილისში დაამთავრა. მოგვიანებით მსახიობი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც FBI-ს საოფიცრო კურსი დაამთავრა და დღეს ბევერლი ჰილზის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის დაცვის უფროსია.
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები