კატრინ დენევი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს ბოდიშს უხდის
ცოტა ხნის წინ, ფრანგმა მსახიობმა, კატრინ დენევმა სხვა ას ქალთან ერთად ჰოლივუდში დაწყებული კამპანია #MeTooდა Time's up გააკრიტიკა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ტოტალიტარიზმს შეადარა.
მის განცხადებას მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა და დენევს დამატებითი განცხადებების გაკეთება მოუწია. მსახიობმა სექსუალური შვიწროების მსხვერპლ ქალებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მისი განცხადება არასწორად იყო აღქმული.
"მე თავისუფალი ქალი ვარ და სულ ასეთად დავრჩები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბოდიშს ვუხდი იმ წერილისთვის, რომელიც Le Monde-ში გამოქვეყნდა. ვწუხვარ, თუ ეს მათთვის ტკივილისმომგვრელი აღმოჩნდა", - ამბობს დენევი.
ბოდიშთან ერთად მსახიობმა ისიც თქვა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი საქმე საფუძვლიანად გამოიძიონ.
"აუცილებელია, რომ სამართლიანობა აღსრულდეს. შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გამოიძიონ, რათა არ მოხდეს ბრალდებულების ერთი ხელის მოსმით და მხოლოდ ვიღაცის განცხადების გამო დასჯა. მე მჯერა სამართლიანობის და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ", - თქვა კარტინ დენევმა.
შეგახსენებთ, რომ დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.
"ისინი [სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცები] უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამუშაო, თუმცა, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ცდილობდნენ მიეღწიათ კოცნისთვის ან განიხილავდნენ ინტიმურ თემებს სამუშაო შეხვედრის დროს", - ეწერა Le Monde-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წერილის ავტორები ამბობდნენ, რომ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქალების დამოუკიდებლობის გაზრდას არ უწყობს ხელს.
"გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი - ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფლირტის თავისუფლებას, რადგან ის სექსუალური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. კამპანიები, რომლიც ქალებმა წამოიწყეს ნელ-ნელა პურიტანიზმს ემსგავსება", - ნათქვამია დენევისა და სხვა ასი ქალის განცხადებაში.
დენევი ერთადერთი პოპულარული ფრანგი მსახიობია, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული კაცების მხარი დაიჭირა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები