ქართული ფილმები, რომლებიც ეკრანზე 2018 წელს გამოვა
ქართული კინოს წარმატებებზე საერთაშორისო გამოცემები სულ უფრო ხშირად და უფრო პოზიტიურ სტატიებს წერენ. ამბობენ, რომ ჩვენს ეროვნულ კინემატოგრაფს მეორე სუნთქვა გაეხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სიუჟეტური ხაზი კვლავ აფხაზეთის ომის თემატიკის გარშემო ტრიალებს, მაინც მომრავლდა სოციალური დრამები.
მაგალითისთვის შეგვიძლია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ჩემი ბედნიერი ოჯახი ავიღოთ, რომლის დისტრიბუციის უფლებაც ნეტფლიქსმა იყიდა, ამავდროულად მოხვდა The Wrap-ისა და The Playlist-ის 2017 წლის საუკეთესო ფილმებს შორის.
თავად ნანა და სიმონი კი The New York Times-მა იმ ცხრა საუკეთესო რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
2018 წელი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იქნება, რადგან ეკრანზე რამდენიმე საინტერესო სურათი გამოდის.
ანტონი - ზაზა ურუშაძე
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, აშშ.
ჟანრი: ისტორიული დრამა
რეჟისორი: ზაზა ურუშაძე
სცენარის ავტორი: დეილ აისლერი, ზაზა ურუშაძე
პროდიუსერები: მირზა დავითაია, ვლადიმერ ფილიპოვი, ფრენკ მეიორი
მსახიობები: ნატალია რიუმინა, სიმსონ ბუბელ, ნიკიტა შლუნჩაკ, მიკიტა დზიად, ანტონ სებასტიან, ვლადიმერ ლევიცკი, ტატიანა გრაჩიკ.
ფილმის სიუჟეტი 1918 წელს ვითარდება და ის მეგობრებზე მოგვითხრობს, რომლებმაც ომის მიუხედავად ურთიერთობა შეინარჩუნეს. ისტორიული ჟანრის ფილმი ოქტომბრის გადატრიალების შემდგომ პერიოდს ასახავს, როდესაც ბოლშევიკებმა უკრაინელების მიმართ რეპრესიები განახორციელეს. ფილმი გერმანულ სოფელზე და მათ მცხოვრებლებზე გვიამბობს. სოფელში უკრაინელები და გერმანელები ერთად ცხოვრობენ.
ჰორიზონტი - თინათინ ყაჯრიშვილი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო, შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი
სცენარის ავტორები: თინათინ ყაჯრიშვილი, დათო ჩუბინიშვილი
მსახიობები: ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია, ლიკა ოყროშიძე
"თინამ სცენარის შესახებ ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს მიამბო, იმდენად საინტერესო სცენარი იყო, რომ მოწონება ვერ დავფარე და წარმატებები ვუსურვე. ორი თვის შემდეგ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა, ასე დაიწყო ჰორიზონტის რეპეტიციები. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო მასთან მუშაობა, უფრო უახლოვდები, სიღრმისეულად არკვევ დეტალებს. პირველ თებერვალს დავიწყეთ გადაღებები და ძირითადად ფოთში, ქობულეთში, ბათუმსა და თბილისში გვიწევდა მოძრაობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო მხატვრების საოცარი ნამუშევარი, რადგან ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს სადაც თამაში მიწევს. ეს იყო არაჩვეულებრივი ჯგუფი, რომელთან მუშაობაც მომიწია და რაც მთავარია რეჟისორი, რომელიც შენთან, შენს პერსონაჟთან ერთად გადის მთელს გზას. საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი იყო, თუმცა დეტალებისგან და სიუჟეტის მოყოლისგან თავს შევიკავებ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს როლი ძალიან ემოციური იყო. ჩემი პერსონაჟი ერთი შეხედვით ლამაზი, უზრუნველყოფილი, მხიარული, თითქოს პრინციპული, მაგრამ საკმაოდ ტრაგიკული პიროვნებაა", - ამბობს მთავარი როლის შემსრულებელი, ია სუხიტაშვილი On.ge-სთან საუბრის დროს.
ხიდი - ერეკლე ბადურაშვილი
ერეკლე ბადურაშვილის ფილმში მთავარ როლებს თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი და ქართველი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი თურქი ბიზნესმენის ჯემალის გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ დღეს მისი მამის დღიურს აღმოაჩენს. ჯემალს საკუთარი მამა სძულდა, თუმცა დღიურიდან ბევრ საინტერესო ისტორიას იგებს და მიხვდება, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იყო, როგორც ის ფიქრობდა. დღიურში დამალული საიდუმლოებები მას საქართველოში ჩამოიყვანს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
აღლუმი - ნინო ჟვანია
რეჟისორი: ნინო ჟვანია
სცენარის ავტორი: ირაკლი სამსონაძე
პროდიუსერები: ნიკოლოზ აბრამაშვილი, რუსუდან გლურჯიძე
მსახიობები: გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი, არჩილ ქიქოძე
ფილმის სიუჟეტი სამი ბავშვობის მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ეს არის ამბავი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალზე, ქუჩის მხატვარსა და ავანტურისტ, მექალთანე მსახიობზე.
მეზობლები - გიგიშა აბაშიძე
რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე
სცენარის ავტორი: გიგიშა აბაშიძე, სოსო ბლიაძე
პროდიუსერი / კო-პროდიუსერი: ლაშა ხალვაში, თინათინ ყაჯრიშვილი, სვეტოზარ რისტოვსკი
მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, ნინო ქორიძე, თემურ ჭიჭინაძე, ეკა მჟავანაძე, დათო როინიშვილი, ნატალია ყულოშვილი, გიორგი გრძელიძე, თამარ ბუხნიკაშვილი, გიორგი გოგიშვილი, ქეთი ჩაჩუა, მალხაზ აბულაძე, მარლენ ეგუტია, გიორგი ბახუტაშვილი, დათო დარჩია.
ფილმის სიუჟეტი იტალიურ ეზოში ვითარდება, სადაც ყველა მეზობელს თავისი ოცნები აქვს და თავისი გზები ამ ოცნებების ასასრულებლად. ერთ დღესაც, გამოჩდება ინვესტორი და მეზობლებს ეზოს გაყიდვას მოთხოვს, რაც მეზობლებს ერთმანეთზე გადაკიდებს.
ურსუსი - ოთარ შამათავა
რეჟისორი: ოთარ შამათავა
სცენარის ავტორი: ზაზა ბუაძე, ოთარ შამათავა
პროდიუსერები: ოლეგ შერბინა, იულია ჩერნიავსკაია, ოთარ შამათავა, სტელიოს ზიანის, ვერა ველტ, პავლინა ჟელევა, გიორგი ჩოლაკოვ
მსახიობები: ნიკა თავაძე, ბოგდან ბენიუკ, ჟოზეფინ დე ლია ბომ, ჟორჟ კორაფას, ილკა ზაფიროვა, კრისტიან ულმენ.
ფილმი მოგვითხრობს ამბავს იმ კაცზე, რომელიც დათვად გარდაისახა, რომ თავისუფლება მოეპოვებინა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები