27 წლის გოგომ გარდაცვალებამდე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
შეიძლება უკმაყოფილო იყოთ თქვენი ცხოვრებით - არა საკმარისი ფული, ცუდი სამსახური, ჩახლართული და დამღლელი ურთიერთობები და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას გვქონია დაუკმაყოფილებლობის განცდა, როდესაც სულ მცირედი პერსპექტივაც არსაიდან ჩანს.
"თუ თქვენ სამსახურში ვერ აღწევთ წარმატებას, ან თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობებში არ გიმართლებთ, გამოიჩნეთ საკმარისი სიმამაცე, რათა თქვენი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეცვალოთ. არავინ იცის რამდენ ხანს იცოცხლებთ, ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს წარუმატებლობასა და უიღბლობაში", - ამბობდა 27 წლის ავსტრალიელი გოგო, რომელიც თავისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში შემაერთებელი ქსოვილების სიმსივნის იშვიათ ფორმას, სარკომას ებრძოდა.
ფოტო: boredpanda
ჰოლი ბუჩერმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წერილის გამოქვეყნება გადაწყვიტა, სადაც ის საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს და აღნიშნავს თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ცხოვრების თითოეული წამიც კი.
წაიკითხეთ 27 წლის მომაკვდავი გოგოს წერილი, რომელიც ღიმილსა და ბედნიერებას მოგგვრით, რადგან თქვენ ცოცხლობთ.
ჰოლის ღია წერილი, რომელიც გარდაცვალებამდე გამოაქვეყნა
"ძალიან უცნაურია, რომ მხოლოდ 26 წლის ასაკში აანალიზებ - შენი მოახლოებული სიკვდილი ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც უბრალოდ აიგნორებ. დღეები ერთი მეორის მოყოლებით მოდის და ფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ასაკიანი, ჭაღარა, ოჯახით გარშემორტყმული. ეს ყველაფერი ახლაც მინდა. დიახ, ასეთია ცხოვრება, მოულოდნელობებით სავსე. ყოველი დღე კი საჩუქარია.
სულ რაღაც 27 წლის ვარ და რა თქმა უნდა, არ მინდა წასვლა, მაგრამ ეს ჩემ ხელთ არაა. ამ წერილს არ ვწერ როგორც ''გამოსათხოვარ წერილს" უბრალოდ მინდა ადამიანებს დავანახო, რომ ცხოვრებაში თურმე ძალიან ბევრი რამ არის უმნიშვნელო.
ბევრს ვწერ, ძირითადად ღამით, ეს სწორედ ის დროა, როდესაც ყველაზე მეტს ვფიქრობ, როდესაც რაიმე ისეთზე ნერვიულობ რაც უმნიშვნელოა, ვიღაც ხომ გაცილებით სერიოზული პრობლემის წინაშეა. ამიტომ იყავი მადლობელი პატარა პრობლემემისთვის და უბრალოდ დაიკიდე. მერე რა თუ აცნობიერებ, რომ რამე რიგზე არ არის, არ იდარდო, რადგან შენი განწყობები სხვა ადამიანებზეც ვრცელდება, მათ შორის ნეგატივიც.
როცა ამას მოახერხებ გარეთ გადი და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქზე, ცასა და მწვანე ბალახს დააკვირდი. იფიქრე იმაზე თუ რა ბედნიერი ხარ, რომ უბრალოდ სუნთვა შეგიძლია.
შეიძლება საცობშიც გაიჭედო, ან შვილებმა დაძინების საშუალება არ მოგცენ, შეიძლება ცუდი ვარცხნილობაც ატარო, ან ხელოვნური ფრჩხილი მოგძვრეს, მაგრამ ეცადე, რომ ამაზე დარდში დრო არ გაიყვანო, უბრალოდ დაიკიდე. დამიჯერე, ამაზე ნაკლებად იფიქრებ როცა წასვლის დრო მოვა.
ვოცნებობ, რომ მქონდეს ერთით მეტი დაბადების დღე, ახალი წელი, თუნდაც ერთი დღე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. როდესაც ესეთ მდგომარეობაში ხარ უკვე აზრს კარგავს ფულის ხარჯვა და ძვირადღირებული კაბების ყიდვა, რატო უნდა დახარჯო ფული მატერიებში როცა ეს უმნიშვნელოა. უმჯობესია მეგობრები გაახარო, სასიერნოდ წაიყვანო ან გემრიელი საჭმელი მოუმზადო. უბრალოდ უყიდე ყვავილები და უთხარი რო ძალიან გიყვარს.
წელს ოჯახში საახალწლო საჩუქრები არ გვიყიდია და ნაძვიც ცარიელი ჩანდა, მაგრამ არაუშავს, ჯობია სხვადასხვა დროს, ენერგიასა და ფულს ვხარჯავდეთ ახალ გამოცდილებებზე და არა მატერიალურზე.
შეწყვიტე ყველაფრის გადაღება, ეს შენი ცხოვრებაა და შენ არ ცხოვრობ სხვა ადამიანებისთვის, ამიტომ უბრლოდ დატკბი იმ ერთი წამით, ერთი მომენტით. ადექი ადრე და მოუსმინე ჩიტებს, უყურე მზის ამოსვლასაც, უსმინე მუსიკას, განსაკუთრებით ძველ მუსიკას. მე უკვე მენატრება ეს ყველაფერი, მეგობრები, მოგზაურობა, სიცოცხლე და საყვარელი საქმის კეთება.
უარი თქვი იმაზე, რისი გაკეთებაც არ გინდა, ვინ რას იფიქრებს მეათე ხარისხოვანია და რაც მთავარია, ხშირად უთხარი შენს საყვარელ ადამიანებს, რომ ძალიან გიყვარს. ეს არის ჩემი გულწრფელი რჩევა, გაითვალისწინებ თუ არა, შენი ნებაა.
და ბოლოს, თუ შეგიძლია კეთილი საქმის კეთება ხალხისთვის (მათ შორის ჩემთვის) გააკეთე, ჩააბარე სისხლი, ის შენ უკეთ გაგხდის, რადგან გეცოდინება, რომ ვინმეს გადაარჩენა შეგიძლია. პირადად მე სისხლის დონაციამ საშუალება მომცა, რომ კიდევ ერთი წელი მეცოცხლა. წელი რომელმაც საშალება მომცა ოჯახთან მეტი დრო გამეტარებინა და მთელი ეს დრო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მომენტებით დახუნძლული აღმჩნდა.
მანამ, სანამ ისევ შევხვდებით. ჰოლი."
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
კომენტარები