საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საბურთალოზე, ვახუშტის ხიდთან მდებარე რესტორან თაღლაურაში დღეს საღამოს გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია რამდენიმე კუპე.

ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი მუშაობდა. ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში, საჭიროების მიხედვით, პრევენციის მიზნით, კვლავ დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და სახანძრო მანქანა.