მუსიკოსი და რეჟისორი ემირ კუსტურიცა დე-ფაქტო აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა
ფოტო: Sputnik
სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა ე.წ. აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით მუსიკოსს მოსკოვში სერტიფიკატი და მედალი გაუგზავნეს. ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული Sputnik-abkhazia ავრცელებს.
გამოცემის თქმით, კუსტურიცამ მხარი დაუჭირა კეთილი ნების ელჩების საქველმოქმედო ინიციატივას. კერძოდ, აფხაზეთში კულტურული ძეგლების დაცვის მიზნით მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.
"მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს. აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა შენარჩუნდეს და მომავალმა თაობამ ისინი უნდა იხილოს", - თქვა კუსტურიცამ.
რამდენიმე კვირის წინ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კეთილი ნების ელჩებმა იუნესკოსა და გაეროს კეთილი ნების ელჩებს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც ითხოვენ, რომ ორგანიზაციებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების შენარჩუნებაში დახმარებას ითხოვენ.
კუსტურიცას გაუქმებული კონცერტი თბილისში
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალსა და ანექსირებულ ყირიმში არის ნამყოფი, რვა დეკემბერს თბილისში კონცერტს გამართავდა. 2009 წელს კუსტურიცა ოკუპირებულ ცხინვალში ფილმის გადასაღებად იყო ჩასული.
საქართველოში მოქმედი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ორ შემთხვევაში:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
- ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევას ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა აქვს. ემირ კუსტურიცა კი ცხინვალში რვა წლის წინ იყო.
კონცერტის დაანონსებიდან რამდენიმე დღეში ორგანიზატორებმა კონცერტი გადადეს. მათთვის არ იყო ცნობილი, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა:
"ის კარგად იცნობს საქართველოს ისტორიასა და კულტურას და ძალიან აინტერესებს საქართველოში ჩამოსვლა. ემირ კუსტურიცა ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან მზაობა მისი სტუმრობისთვის".
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები