გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებსა და მმართველი გუნდის პოლიტიკურ კურსს ეხმაურება. მისი შეფასებით, ხელისუფლება ისტორიის რუსულ რევიზიას ეწევა და გეორგიევსკის ტრაქტატის თემით მანიპულირებს, რათა მოსახლეობის ყურადღება ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს.
ჯაფარიძის თქმით, ტყუილია, თითქოს ხელშეკრულების დადებისას "ერის ან ქრისტიანობის გადარჩენის პრობლემა" იდგა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება გაფორმდა ქართლ-კახეთსა და რუსეთის იმპერიას შორის, რუსეთმა ის გაფორმებისთანავე დაარღვია და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ქართული სამეფო-სამთავროების საბოლოო დაპყრობა.
მისი განცხადებით, გეორგიევსკის შეთანხმების მოშველიებით ხელისუფლება თავის რუსულ პოლიტიკას, საგარეო კურსის შეცვლასა და ღალატს ამართლებს.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ისტორიულ თემებზე მსჯელობა გამოიყენება იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ იფიქროს ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორებიცაა: სიღარიბე, ფასების ზრდა, კორუფცია, პოლიტიკური დევნა, ემიგრაცია, გაყალბებული არჩევნები და საერთაშორისო იზოლაცია.
"აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა.
ისევ ამორალური ტყუილები ილაპარაკა კობახიძემ. გეორგიევსკის ხელშეკრულება არ დადებულა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ხელშეკრულება გაფორმდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის.
იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო რუსეთმა დაიპყრო გვიან. დაიპყრო მას შემდეგ, რაც სწორედ გეორგიევსკის ხელშეკრულების გამოყენებით დაასრულა ქართლ-კახეთის დამონება.
არავითარი "ერის გადარჩენის პრობლემა" და "ქრისტიანობის გადარჩენის" პრობლემა არ იდგა მაშინ. მით უმეტეს არ იდგა არც ერის, არც რწმენის, არც ენის გადარჩენის პრობლემა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებში. ეს არის ისტორიის რუსული რევიზია, ესაა ისტორიის გაყალბება რუსულად.
საქმე პირიქითაა, ამ შეთანხმების მერე დაიწყო რუსეთმა ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა. გეორგიევსკის შეთანხმება იყო სატყუარა. რუსეთმა ის დაარღვია გაფორმებისთანავე. ისევე როგორც დაარღვია და არღვევს ყველა სხვა შეთანხმებას, რაც გაუფორმებია უფრო გვიან.
გეორგიევსკის შეთანხმებით ამართლებენ თავიანთ რუსულ პოლიტიკას, ამართლებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, ამართლებენ ღალატს, ამართლებენ რუსთველის და ილია ჭავჭავაძის არჩევანის შებილწვას.
ამ თემაზე საუბრით მოქალაქეების ყურადღება გადააქვთ მტკივნეული საკითხებიდან ისტორიაზე მსჯელობაზე. რომ არ ვიფიქროთ აფხაზეთში ოკუპანტებისთვის მიწოდებულ საწვავზე, კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ფასებზე, ქოლ-ცენტრების საერთაშორისო დანაშაულზე, ბავშვების მკვლელობებზე, ულიმიტო კორუფციაზე, გაზრდილ კრიმინალზე, ელექტროენერგიის მოწოდების წყვეტებზე, განათლების სისტემის განადგურებაზე, სიღარიბეზე, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ პატიმრებზე, გაყალბებულ არჩევნებზე, საერთაშორისო იზოლაციაზე, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, ბი ბი სი-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, საქართველოდან მასობრივ ემიგრაციაზე, დემოგრაფიულ განადგურებაზე, მომავალწართმეულ ახალგაზრდობაზე, ერთი ოჯახის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოზე და ა.შ.
ქართული ოცნება არაფერია მუდმივი. შეიძლება ათასჯერ მოატყუოთ, მაგრამ დადგება მომენტი, როცა სიცრუე და პროპაგანდა აღარ იმუშავებს", — წერია განცხადებაში.
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები