სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო "ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. არც ვახო სანაია და არც მისი ადვოკატი პროცესს არ დასწრებიან.
განაჩენის გაგების შემდეგ, ჟურნალისტი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ე.წ. სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს, მას სიტყვის თქმას ვერავინ აუკრძალავს.
"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ე.წ. სასამართლოს რა სხდომებს გამართავს. საერთოდ არ მაინტერესებს. წერონ და იკითხონ. მე მაინტერესებს ის, რომ მე დავწერ და წავიკითხავ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია. ეს იქნება ეთერში, ეს იქნება სოციალური ქსელებით... სიტყვის თქმას ვერავინ აგვიკრძალავს. ასე რომ, ამ სქროლვის სააგენტოს თუ სამმართველოს შეუძლია, გააგრძელოს თავისი ე.წ. მოღვაწეობა. სასამართლომ განიხილოს სხდომებზე, შემდეგ იქ მიტანილი სქრინები, ვურჩევდი, რომ ხმამაღლა წაიკითხონ ხოლმე, ასე უფრო საინტერესო იქნება ჩემი სტატუსები. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ჯარიმას დაწერს ე.წ. მოსამართლე, პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოაცხადებინებენ, თუ რაც იქნება. ჩემთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩემს საქმიანობაში ეს არაფერს ცვლის, გინდა პატიმრობა იყოს, გინდ ჯარიმა", — ამბობს სანაია.
დღევანდელ განაჩენს წინ უძღოდა 6000 ლარიანი ჯარიმა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის.
"დავწერე, ნუ უწოდებთ-მეთქი შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს *ლეებს. ხომ გახსოვთ, რომ ამის გამო დამაჯარიმეს. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ მე რეალურად იმ სტატუსით ლადოსა და შალვას *ლეები ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოვუწოდე, არ ეწოდებინათ მათთვის *ლეები.
მოვიდა ახალი ფურცლები. სქროლვა/სქრინვის სამმართველო კიდევ მიჩივის. გავიმეორებ, მე ხომ დამაჯარიმეს ლადოსა და შალვასთვის *ლეების დაძახებისთვის, არადა ზემოთაც დავწერე, მე, პირიქით, მოვუწოდე სხვებს, რომ არ ეწოდებინათ მათთვის *ლეები. მოკლედ, ამის შემდეგ დავწერე კიდევ ერთი სტატუსი, სადაც გულისტკივილი გამოვთქვი. პოსტის არსი ესაა: ასეთი კარგი მოწოდების გამო თუ მაჯარიმებთ 6 ათასი ლარით, მაშინ რაც გინდათ, ის ქენით, თუ გინდათ, დაუძახეთ *ლეები და იყავით-მეთქი", — დაწერა სოციალურ ქსელში ვახო სანაიამ.
-
NGO: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები