ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა — მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, მრელაშვილი 19 ივლისს საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული და კახეთში, სასტუმრო "აგარანის მამულში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იკითხებოდა, სადაც რუს ტურისტებსა და ქორწილში მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა". შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
ადვოკატი ლაშა კაპანაძე, რომელიც ინციდენტისას დაკავებული კაცის, გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს იცავს, ჰყვება, რომ პოლიციამ ალექსანდრე მრელაშვილი "ძალის გამოყენებით დააკავა და შეათრია განყოფილებაში"
"რა ჩვენება მისცა არ ვიცი, არ წამიკითხავს. ვიცი ის, რომ რა საჯარო ქარდიც გამოქვეყნდა საინფორმაციო უწყებების მიერ, ვიცი რომ დააფიქსირა ალექსანდრე მრელაშვილმა, რომ სასტუმროში მესამე სართულზე მყოფმა პირებმა გადმოასხეს რაღაც სითხე, რომელიც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. დღეს იმყოფებოდა ალექსანდრე მრელაშვილი ჩვენების მისაცემად. ხელახლა მოხდა მისი დაბარება გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ვიცი როცა განყოფილებასთან მოვედი ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა და რაღაც ასეთ სიტყვებს ამბობდა – უკვე მიცემული მაქვს ჩვენება და არაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ, რაზეც გამოეკიდნენ პოლიციელები, ძალის გამოყენებით დააკავეს და შეათრიეს განყოფილებაში", — განუცხადა გამოცემას "მთავარი ამბები კახეთიდან" ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ.
დაკითხვაზე შესვლამდე მრელაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, რომ ქორწილის მიმდინარეობისას ზევიდან ვიღაც სითხეს ასხამდათ, იფურთხებოდა და ლანძღავდათ, რის გამოც "ქორწილი ვეღარ გააგრძელეს".
"ვატარებდი საღამოს ქორწილს და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ჩაუშალათ ქორწილი… ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. [აპარატურა] დაზიანებულია თუ არა ჯერ არ ვიცით… ახლა დაკითხვაზე ვარ", — უთხრა "ტვ პირველს" მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, თელავში, სასტუმრო "აგარანის მამულში" ინციდენტი მოხდა. ქორწილის მსვლელობისას, სასტუმროს მესამე სართულზე, ერთ-ერთ ნომერში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის სტუმრებს და სითხე დაასხეს. რის შემდეგაც სიძის ძმას, გიორგი ჭიღლაძე ნომერში მყოფ ერთ-ერთ ქალს დაარტყა. შსს-მ გიორგი ჭიღლაძე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაიწყო და დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა სასტუმროს ნომერში მყოფი ერთ-ერთი რუსი ეროვნების ქალის კომენტარი, სადაც ის ამბობს, პროვოკაცია მათ არ მოუწყვიათ.
"შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო, მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გოგოები ვულგარულად არ საუბრობდნენ. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს. ჩვენი გოგოები უცენზუროდ არ გამოხატავდნენ აზრს, არ შეურაცხყოფდნენ არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ადამიანს და არასდროს გადასულან პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ეს 100%-იანი სიმართლეა. მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის [გიორგი ჭიღლაძე] ოთახში შემოიჭრა", — ამბობს ალიონა ნესტერიუკი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები