დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც თელავის ერთ-ერთ სასტუმროში რუსულად მოლაპარაკე ქალს მუშტი დაარტყა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაიწყო და დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რა ხდებოდა კონფლიქტამდე?
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაძაბულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას.
"მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს", — წერს უწყება.
ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქორწილის მონაწილეებს ღვინო და სხვადასხვა სითხე გადაასხეს, მომღერლებს კი აფურთხებდნენ. პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ოჯახმა მრავალჯერ სთხოვა ადმინისტრაციას, ზომები მიეღო, მაგრამ — უშედეგოდ. ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი სიძის ძმაა.
მას შემდეგ, რაც კაცი სასტუმროს ნომერში ავიდა ქალებთან სასაუბროდ, თვითმხილველის ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რუსულად საუბარი მოსთხოვა.
თვითმხილველმა პოსტს დაურთო ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კაცს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
ფოტო: Luka Lashkhi
"ნახავდით ვიდეოს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.
მათი შოვინისტური ბრალდება თითქოს ჩვენ მათ დავესხით რუსულად საუბრის გამო არის დიდი სიცრუე. შოვინიზმს და რაშიზმს ადგილი არ ჰქონია, რადგან მათ გარდა სხვა რუსულენოვანი სტუმრებიც იყვნენ ლოკაციაზე.
მაქსიმალურად მოვითმინეთ მათი საქციელი. ღვინოს და რაღაც სითხეებს გვასხავდნენ და გვეძახდნენ პაპუასების ქვეყანა ხართო და თან იღებდნენ. მომღერალს აფურთხებდნენ.
იყვნენ არაადეკვატურად მთვრალები და პროვოკაციულები. მაქსიმალური მოწოდებების და სასტუმროს ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა.
სიტუაცია მწვავდებოდა და ადმინისტრაცია ამბობდა რომ დეესკალაციას მოახდენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი მეგობარი ავიდა მოსალაპარაკებლად და იმის სათქმელად რომ ქორწილს გვიშლიდნენ და მათი საქციელი იყო შეუსაბამო. ამ გოგონამ მოსთხოვა რომ ესაუბრა რუსულად და ჩემი მეგობრის პასუხი იყო რომ საქართველოშია და ან ქართულად ან ინგლისურად დალაპარაკებოდნენ. ამ გოგომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თავს დაესხა. ჩემმა მეგობარმა მრავალჯერ მოიგერია და სამწუხაროდ აფექტის მდგომარეობაში მოხდა ის რაც მოხდა.
ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მაგრამ პროვოკაცია მოწყობილი იყო მათ მიერ. იმდენად მთვრალები იყვნენ რომ განყოფილებაში იგინებოდნენ, ყვიროდნენ, დერეფანში წვებოდნენ და სიტუაციის ანალიზი ჰქონდათ 0.
ეს არ არის გამართლება. ეს არის სრული ისტორია." — წერს ქორწილის სტუმარი სოციალურ ქსელში.
ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო უცხოეთის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მათი მტკიცებით, კაცი მათ "რუსულად საუბრის გამო" დაესხა თავს.
მომხდარს სასტუმროს ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. "Agarani Estate"-ის მტკიცებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ სიტუაციის დაძაბვისთანავე ზომები მიიღო და პოლიცია გამოიძახა.
"გუშინ Agarani Estate-ში ცალკეულ სტუმრებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია.
ძალადობას ადგილი არ აქვს Agarani Estate-ში. ღრმად ვწუხვართ, რომ მსგავსი ინციდენტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და გულწრფელად ვუსურვებთ სრულ გამოჯანმრთელებასა და კეთილდღეობას ყველა მონაწილე პირს.
როგორც კი ჩვენმა გუნდმა შენიშნა, რომ მონაწილე პირებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახა, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. ინციდენტის შემდეგ ასევე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩვენი გუნდი დაეხმარა მონაწილე პირებს, უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება და სრულად აგრძელებს თანამშრომლობას უფლებამოსილ ორგანოებთან.
შიდა მოკვლევის შედეგად გვსურს განვმარტოთ ორი მნიშვნელოვანი გარემოება:
Agarani Estate-ის არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია სტუმრის ოთახის შესახებ ინფორმაცია სხვა სტუმრისთვის.
Agarani Estate-ის არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებაში.
ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობაა და ეს პრინციპები ჩვენი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. ჩვენ სრულ პატივს ვცემთ ამ პროცესს და მისი დასრულებამდე კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ.
სამწუხაროდ, ინციდენტის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა არაერთი არაზუსტი ინფორმაცია და ცრუ ბრალდება, რომელიც ეხება ჩვენს სასტუმროს, ჩვენს თანამშრომლებსა და მფლობელებს. მოვუწოდებთ ყველას, დაეყრდნონ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს და არა ვარაუდებსა თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას, სანამ უფლებამოსილი ორგანოები საქმის ყველა გარემოებას სრულად არ დაადგენენ.
Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დისკრიმინაციას, სიძულვილსა და ძალადობას ნებისმიერი ფორმით და კვლავაც ვრჩებით ერთგული ჩვენი ვალდებულების — შევქმნათ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და სტუმართმოყვარე გარემო თითოეული სტუმრისთვის," — წერს სასტუმრო.
დაკავებული სიძის ძმის, გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის მტკიცებით, "რუსულად მოლაპარაკე, სავარაუდოდ, რუსმა დამსვენებლებმა ვერ აიტანეს ვერანდაზე არსებული ქართული ქორწილი და ქართული სიმღერები, რის გამოც მოაწყვეს პროვოკაცია და როგორც ქცევაზე ეტყობოდათ იმყოფებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ.
გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული".
ამას გარდა, ის სოციალურ ქსელში წერს, რომ "გიორგი ჭიღლაძე 2026 წლის 19 ივლისს დააკავეს და ამჟამად იმყოფება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით". დაკავებულის ადვოკატი მოითხოვს, რომ გიორგი ჭიღლაძეს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და გიორგი ჭიღლაძისთვის მიყენებული დაზიანების ამსახველ ფოტოსურათს ავრცელებს.
გიორგი ჭიღლაძე
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები