ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
იოსელიანის განცხადებით, ის მზაობას აცხადებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლები მონიტორინგი განახორიცელოს. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
"ბევრი ადამიანი დაინტერესდა რას აკეთებს სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ, ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ, შევისწავლო პენიტენციურ დაწესებულებაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი, მაგრამ რამდენადაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ თავად პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით დააკავეს და საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის, კერძოდ პოლიციელების მხრიდან დაზიანების მიყენების და იზოლატორში სრულად გაშიშვლების შესახებ, საჯაროდ გამოვეხმაურე აღნიშნულ ინფორმაციას და დავაფიქსირე პოზიცია, რომ მის მიმართ დაკავებისას სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შევისწავლიდი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან მისი გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, თებერვალში პირადად ვიმყოფებოდი №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრების მსგავსად შევხვდი და გავესაუბრე იქ განთავსებულ პატიმრებს, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელსა და ანასტასია ზინოვკინას. გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. მქონდა სურვილი, ასევე შევხვედროდი ელენე ხოშტარიას, თუმცა მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე და განაცხადა რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს რაც მისი უფლებაა.
აქვე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების, დაცვის მიზნით; მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლის ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით," — წერს იოსელიანი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
კომენტარები