სახლში ფეხშიშველი სიარული — რატომ გრძნობს სხეული შვებას ფეხსაცმლის გახდის შემდეგ
ფოტო: Pinterest
როგორც წესი, სახლში დაბრუნებისთანავე პირველი, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ფეხსაცმლის გახდაა. მთელი დღის მძიმე ძირიან ფეხსაცმელში, კედში ან თუნდაც სპორტულ ბოტასში გატარება იმდენად დამღლელია, რომ ხშირად იატაკზე შიშველი ფეხის დადგმასაც კი შვება მოაქვს ჩვენთვის.
და ეს მხოლოდ უბრალო შეგრძნება სულაც არ არის.
დღის განმავლობაში ჩვენი ტერფები მუდმივად დატვირთულია — სხეულის წონას უძლებს, მოძრაობისას ბალანსს იცავს და თან ხშირად, მოუხერხებელი და არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო, არაბუნებრივ ფორმასაც იღებს. ზოგიერთი ფეხსაცმელი, მყარი ძირი რომ აქვს, თავად ასრულებს ამორტიზაციის ფუნქციას. ამის გამო, ტერფის ღრმა კუნთები ნაკლებად მუშაობს და დროთა განმავლობაში სუსტდება. სახლში ფეხშიშველი სიარული ტერფს საშუალებას აძლევს, ოდნავ მაინც დაუბრუნდეს ბუნებრივ მდგომარეობას და ეს შედარებით მიძინებული კუნთები ხელახლა აამუშაოს.
ფოტო: Joanna Bruszewska/Pinterest
თუ დაჰკვირვებიხარ, სახლში ფეხშიშველი სიარულისას, ტემპიც გვინელდება — ვეღარ “დავრბივართ” ისე, როგორც ქუჩაში — მშვიდად ვმოძრაობთ და ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს კი სრულიად ბუნებრივი რეაქციაა — ტერფის ძირზე ათასობით ნერვული დაბოლოებაა. როცა ზედაპირს ფეხშიშველი ვეხებით, სხეულის მდგომარეობისა და ბალანსის შესახებ ტვინი გაცილებით მეტ სიგნალს იღებს და ხვდება, რომ ახლა უკვე უსაფრთხო, დაცულ სივრცეშია.
იმის გამო, რომ თითქმის ყველა ფეხსაცმელს ქუსლთან მცირედი ამაღლება მაინც აქვს, მენჯის მდებარეობა ოდნავ იცვლება. შესაბამისად, იზრდება ხერხემალზე დატვირთვაც. ამიტომაა, რბილ ხალიჩაზე ან თუნდაც გრილ იატაკზე სიარულისას, სხეული ნაკლებად რომ იჭიმება და ზოგჯერ შვებას მუხლებშიც ვგრძნობთ და წელშიც.
ფოტო: Pinterest
თუმცა, თუ ტერფის ან ხერხემლის კონკრეტული პრობლემა გაქვს — მაგალითად, გამოხატული ბრტყელტერფიანობა — ძალიან მყარ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული, შესაძლოა, არასასურველიც იყოს. ასეთ დროს ტერფის თაღი დამატებით იტვირთება და უკეთესი არჩევანი რბილი ხალიჩა ან ბუნებრივი ზედაპირებია — ბალახი, ქვიშა, მიწა — რეკომენდაციას მკურნალი ექიმი მოგცემს.
როცა გვინდა, დაღლილ ფეხებს და სხეულს დღის ბოლოს შვება მოვგვაროთ, ამისთვის სახლში რამდენიმე წუთით ფეხშიშველი გავლა ნამდვილად განსაკუთრებული და თან მარტივი საშუალებაა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები