"მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება" — ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მონანიებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში პატიმრების შეწყალებაზე სათანადო რეაგირება ექნებათ.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეეხოთ მსგავსი მიდგომა პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს, რომელთაც ბრალი 112-ის კამერების დაზიანებაში ედებოდათ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და ზარალის ანაზღაურებისთვის მზად იყვნენ, კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლო "მკაცრი სამართლებრივი სტანდარტებით" მოქმედებს და შეწყალებაზე "პოლიტიკური და სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს".
"კონკრეტული შემთხვევებით სასამართლოზე ჩვენ ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით, მაგრამ თუ საქმე შეეხება შეწყალებას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის ძალიან მარტივი დამოკიდებულება. სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუმცა ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს. მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება," — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლილი მსხილაძემ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა და ბრალდებულებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ასევე ჰკითხეს — როგორ მოიქცევა მთავრობა იმ შემთხვევაში, ახლად არჩეული კათალიკოს-პატრიარქი შიო III მათ პატიმრების შეწყალებისკენ თუ მოუწოდებს. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს მიუთითა, რომ "ეკლესიის სახელით არ ილაპარაკონ" და განმარტა, რომ მათ მხოლოდ "ბოდიში არ სჭირდებათ" და სინანული დანაშაულის პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.
"თქვენ გახსოვთ, იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როცა სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული, გადაწვეს ამის ნახევარი ქალაქი. ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა. შემდეგ იყო დაპატიმრებული ექვსი ადამიანი. ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მესამე მცდელობა. ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი და ამან თავისი პრევენციული ეფექტი იქონია. სადაც იქნება სინანული... სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი? ჩვენ ვინმეს ბოდიში კი არ გვჭირდება ან რაიმე ამდაგვარი, ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის. როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი," — განაცხადა კობახიძემ.
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
კომენტარები