საია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას და მისი კომპეტენციის აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას აფასებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებასა და მისი კომპეტენციის აუდიტის სახელმწიფო სამსახურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა.
აღნიშნული შეფასების მიზანს საქართველოში ბოლო წლებში არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმოხილვა და ბოლო ცვლილებების მიზეზებისა და შესაძლო შედეგების განხილვა წარმოადგენდა.
მათი თქმით ანტიკორუფციული პოლიტიკა არასდროს ყოფილა საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული პრიორიტეტი. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, თავისთავად, იყო იმ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება/შესრულება, რომლებმაც ქვეყანა, გარკვეულწილად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე მიიყვანა.
შეფასებაში ასევე ნახსენებია რომ ბოლოდროინდელი რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად ბიურო, საჯარო სექტორის მონიტორინგის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველ ორგანოდ გადაიქცა, როდესაც ის გახდა პასუხისმგებელი ე.წ. ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგისა თუ "გრანტების შესახებ" კანონის აღსრულებაზე.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გააუქმა კორუფციასთან ბრძოლის პრევენციული ორგანო — ანტიკორუფციული ბიურო და მისი უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს დაუქვემდებარა. საიამ მოამზადა დოკუმენტი, სადაც გაეცნობით საქართველოში ბოლო წლებში არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმოხილვას, ბოლო ცვლილებების მიზეზებისა და შესაძლო შედეგების კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი, მისი შექმნიდან დღემდე, მნიშვნელოვნად ასცდა დასახულ მიზანს და მისი მუშაობის მთავარი მიმართულება გახდა არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი და შეზღუდვა. 2024-25 წლებში, ბოლოდროინდელი ძალადობრივი კანონმდებლობის მიღების შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებები სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების კონტროლის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ისედაც არაეფექტიანი იყო, მისმა გაუქმებამ და უფლებამოსილებების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემამ პრობლემა შექმნა არა მხოლოდ ანტიკორუფციული ფუნქციების განხორციელების კუთხით, არამედ ასევე გამოიწვია აუდიტის სამსახურის ფუნქციური გადატვირთვა. აუდიტის სამსახური, როგორც სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო, უნდა იყოს დამოუკიდებელი და ზედმეტი, დამატებითი პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებული." — წერია საიას მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
-
ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
კომენტარები