მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს, ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).
გუშინ, 12 აპრილს, ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და თავის მთავარ ოპონენტს, მადიარს, სატელეფონო ზარით გამარჯვება მიულოცა. მადიარმა მილოცვები მსოფლიოს სხვა ლიდერებისგანაც მიიღო.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
"სრული პატივისცემით, ვაღიარებ უნგრეთის მოქალაქეების მიერ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ გადაწყვეტილებას და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს. სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება.
1. ჩვენ ერთგულნი ვართ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების, ასევე ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სტანდარტებზე მაღალი პოზიციის უზრუნველყოფის.
2. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატის აღორძინებას.
3. უნგრეთთან ერთობლივი მიდგომა ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვაში.
მე მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთის და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან კვლავ ძლიერი ინტერესია დრუჟბას ნავთობსადენის ფუნქციონირების აღდგენაში", — წერს ფიცო X-ზე.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ
"ვულოცავ პეტერ მადიარის და Tisza-ს პარტიას ამ აშკარა გამარჯვებას.
მოლდოვა მოუთმენლად ელის უნგრეთთან პარტნიორობის დაჩქარებას — იმ მეგობრობის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ხალხს აერთიანებს და ერთად მუშაობას უფრო ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროპისთვის," — წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
"უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა კვლავ ერთად! დიდებული გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო! Ruszkik haza! (რუსებო, სახლში წადით!)", — წერს პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
"ვულოცავ პეტერ მადიარის და TISZA-ს პარტიას დამაჯერებელ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა ჭარბობს.
უკრაინა ყოველთვის ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ევროპაში ყველასთან და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა უნგრეთთან.
ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელი ეძებს თანამშრომლობას და სტაბილურობას.
ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ," — წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
"მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის," — წერს სტარმერი X-ზე.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
"მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ევროპისთვის," — წერს მერცი X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
"საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას და ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას. მოდით, წინ წავწიოთ უფრო სუვერენული ევროპა, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ჩვენი დემოკრატიისთვის," — წერს მაკრონი X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
"უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანა ევროპულ გზას იბრუნებს. კავშირი ძლიერდება. უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპამ ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება," — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა
"უნგრეთში გუშინ ოპოზიციის გამარჯვება, ისევე როგორც 2023 წლის პოლონეთის არჩევნები, არის დემოკრატიის გამარჯვება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის უნგრელი ხალხის გამძლეობისა და მტკიცე ნებისყოფის დასტური — და შეხსენება თითოეული ჩვენგანისთვის, რომ უნდა გავაგრძელოთ სწრაფვა სამართლიანობისკენ, თანასწორობისკენ და კანონის უზენაესობისკენ", — წერს ობამა X-ზე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი
"უნგრელმა ხალხმა გააგზავნა ხმამაღალი შეტყობინება უნგრეთსა და მთელ კონტინენტზე დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისადმი მათი ერთგულების შესახებ," — წერს შაჰინი X-ზე.
ჩეხეთის პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში
"ვულოცავ პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა დაიმსახურა და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მან არ უნდა გაგიცრუოთ იმედი. პატივს ვცემ არჩევნების შედეგებს და მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა მჭიდროა და მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ ნებისმიერ ამომრჩეველთან, ვისაც აირჩევენ", — წერს ჩეხეთის პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში X-ზე.
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
კომენტარები