TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
ფოტო: პირველი არხი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" (TI) ცხოველების პოპულაციის მართვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ არსებული პრაქტიკა და მთავრობის ახალი რეგულაციები როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
- TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
- ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან
ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის 2026 წლის №142 განკარგულება აწესებს იმაზე მკაცრ შეზღუდვებს, ვიდრე ამას 2025 წელს მიღებული კანონი "შინაურ ბინადარი ცხოველების შესახებ" ითვალისწინებს. კერძოდ: განკარგულება კრძალავს ძაღლების დაბრუნებას სკოლებთან, ბაღებთან, კვების ობიექტებთან, ბაზრებსა და სასტუმროებთან, თუმცა არ განსაზღვრავს რადიუსს ან შეფასების კრიტერიუმებს.
TI მიუთითებს, რომ ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერები არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და ქმნის ცუდ პრეცედენტს, როდესაც ქვემდებარე აქტით კანონზე მკაცრი შეზღუდვები წესდება.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკაზე. TI წერს, რომ 2025 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 9 000 ცხოველის სტერილიზაცია-დაბრუნება ევალებოდა, თუმცა უფლებადამცველთა თქმით, ბევრი მათგანი გაუჩინარდა. მათივე განმარტებით, ცხოველების გადაყვანა უცხო ან დაუსახლებელ გარემოში, სადაც საკვები და წყალი ხელმიუწვდომელია, იწვევს მათ ტანჯვას და დაღუპვას, რაც კანონით აკრძალული სასტიკი მოპყრობაა.
TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია ბათუმის მაგალითი, სადაც მერია მეექვსე წელია ვერ ახერხებს თავშესაფრის აშენებას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" რეკომენდაციები ასეთია:
- გაუქმდეს განკარგულების ის პუნქტი, რომელიც ზღუდავს ცხოველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას.
- შეწყდეს ცხოველების სხვა ქალაქებში გადაყვანა და ვაქცინაცია-სტერილიზაცია განხორციელდეს ადგილობრივად.
- გაიზარდოს გამჭვირვალობა: შესაბამისმა ორგანოებმა მიმკედლებლებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ცხოველის ადგილსამყოფელისა და დაბრუნების ვადების შესახებ.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პრობლემის სისტემური გადაწყვეტა მხოლოდ პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლითა და ჰუმანური პრევენციული პოლიტიკითაა შესაძლებელი.
TI-ის სტატია სრულად იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან. აღნიშნული ინფორმაცია სეს-მა უარყო. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილ მიუსაფარ ცხოველებს გორის კრემატორიუმში წვავდნენ, რაზეც მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
კომენტარები