რეჯეფ თაიფ ერდოღანი

2 Mar. 2026, 13:09

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინდელი თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო.

შევთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთს წყალობას მის უწმინდესობა ხამენეის მიმართ და ვუსამძიმრებ მოძმე ირანელ ხალხს; სამძიმარს ვუცხადებ მათ ჩემი ქვეყნისა და ერის სახელით.

როგორც თურქეთი, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა, რეგიონში ჩვენს ყველა მეგობართან და ძმასთან ერთად, დაიბრუნოს კუთვნილი მშვიდობა და სტაბილურობა, დასრულდეს კონფლიქტი ჩვენს რეგიონში და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები."

დაწერა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. დონალდ ტრამპმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურების განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს

11 ოქტომბერს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ ვლადიმირში მდებარე Yandex-ის მსხვილ მონაცემთა ცენტრზე იერიში მიიტანეს.…